„საქართველოს მთელი ოპოზიციური სპექტრი და საზოგადოება შეთანხმდა, რომ უმჯობესია პროპორციული სისტემა. საინტერესო ისაა, რომ ამაზე „ქართული ოცნებაც“ თანხმობას აცხადებდა და მათ კონსტიტუციაში ჩაწერეს 2024 წელი. გაუგებარია თუ კარგია 2024 წელს მაშინ რატომ არა 2020-ში. გეტყვით რატომაც არა, 2020-ში ბიძინა ივანიშვილს სურს ამ მინი ფეოდალების რესურსის გამოყენებით შეინარჩუნოს ხელისუფლება, რადგან მას არ სჯერა რომ მიიღებს უმრავლესობას. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ხელისუფლების უზურპაცია არ უნდა მოხდეს, სამართლიანი სისტემით ჩატარდეს არჩევნები და გაიმარჯვოს უფრო ძლიერმა, იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელსაც საზოგადოება უჭერს მხარს. რეზიუმე რომ გავაკეთოთ პროპორციულ სისტემაზე უარის თქმა ნიშნავს, არჩევნების ფორმალურად ჩატარებას და ძალაუფლების მიტაცებას.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






