ლაგოდეხში 16 წლის არასრულწლოვანზე 40 წლის ნათესავმა სექსუალურად იძალადა... გოგონამ ბავშვი გააჩინა და საავადმყოფოში დატოვა
პოლიტიკა - 10:40, 06 Jun, 2019     3160

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 16 წლის გოგონა, 40 წლის ნათესავს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა ბავშვიც გააჩინა.

ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურისტის, ლია ხუროშვილის ინფორმაციით, მამაკაცი არასრულწლოვან ნათესავს ოჯახის მოკვლით აშინებდა და არასრულწლოვანთან ერთი წლის ინტერვალით ორჯერ დაამყარა სექსუალური კავშირი.

უფლედადამცველი აცხადებს, რომ არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ არც მშობლებს და არც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

„როგორც გოგონა ჩემთან საუბარში ყვება, მისმა ნათესავმა, 40 წლის მამაკაცმა მასზე სექსუალურად ორჯერ იძალადა. ორივე შემთხვევა, სავარაუდო მოძალადის სახლში მოხდა, რადგან მისი შვილი ამ გოგონას კლასელია და იმ მოტივით, რომ სახლში არავინ იყო, მეგობართან დარჩა. როგორც თავად ამბობს, ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა. გოგონამ მშობიარობის შემდეგ ბავშვის წაყვანა არ მოისურვა, თვითონ კი ნათესავებმა წაიყვანეს"- აცხადებს ხუროშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სქესობრივ კავშირს ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარ მოქმედებას 16 წელს მიუღწეველთან.

ასევე ტარდება საგამოძიებო მოქმედებები ბავშვის მამის დადგენის მიზნით, მას შემდეგ რაც დადგინდება მამის ვინაობა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42