"გაოცებული ვარ, რომ საქართველო ვერ ახორცილებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა ქვეყნებმა შეძლეს" - რებეკა ჰარმსი
პოლიტიკა - 09:44, 06 Jun, 2019     3994
ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას, თბილისი პრაიდთან დაკავშირებით, არადამაჯერებელს უწოდებს.

ჰარმსმა საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება ლგბტ პირების მსვლელობასთან დაკავშირებით, "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გააკრიტიკა. მან "თბილისი პრაიდის" ერთ-ერთი ორგანიზატორის პოსტი გააზიარა, რომლის თანახმადაც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მსვლელობის უსაფრთხოდ ჩატარებაზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

“თბილისში ვიზიტის დროს ლგბტ თემის წარმომადგენლებს შევხვდი და ვიცი, რომ მათ თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების გამოყენების დიდი სურვილი აქვთ. ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხზე ვრცელდება, ჩემთვის არ არის დამაჯერებელი. ისე ჩანს, თითქოს საქართველოს მთავრობას არ შეუძლია დაიცვას ეს მსვლელობა.

მე გაოცებული ვარ, რომ საქართველო ვერ ახორცილებს იმას, რაც ევროკავშირთან ასოცირებულმა სხვა ქვეყნებმა შეძლეს. “პრაიდის” მსვლელობა ჩატარდა მოლდოვასა და უკრაინაში. ვთავაზობ მათ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას. მე სრულიად ვეთანხმები სახალხო დამცველის განცხადებას - საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მარშის უსაფრთხოების და სავარაუდოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის გამოხატვის უფლების უზრუნველყოფა,”- აცხადებს რებეკა ჰარმსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42