"ძალიან რთული მდგომარეობაა, ქართული დემოკრატია უფსკრულისკენ მიექანება"- გიორგი ვაშაძე Freedom house-ის მწვავე ანგარიშს ეხმაურება
პოლიტიკა - 19:39, 05 Jun, 2019     1783
გაერთიანებული ოპოზიცია - ”ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლელი პარტნიორების განცხადებას ყურადღება აუცილებლად უნდა მიექცეს. მისივე თქმით, საქართველოს დიდი პრობლემები აქვს და რთულ ვითარებაშია. ვაშაძეს მიაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის მწვავე ანგარიში ქვეყნის პრესტიჟზე უარყოფითად აისახება. მისი განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკული განცხადებები ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს.

„უკვე არავისთის საიდუმლო არ არის ის უზარმაზარი პრობლემები, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. არაფორმალურ მმართველობას და სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობის არ არსებობას, მე კორუფციის პრობლემასაც დავამატებდი. ქვეყანაში ზედა ეშელონები კორუმპირებული გახდა იმიტომ, რომ ტენდერი აღარ ტარდება ე.წ. „ატკატების“ გარეშე. ქართულ დელეგაციას აშშ-ში ურთულესი შეხვედრა ჰქონდა, სადაც პირდაპირ დაუსახელეს პრობლემები სწორედ არაფორმალურ მმართველობაზე. ძალიან რთული მდგომარეობაა, ქართული დემოკრატია უფსკრულისკენ მიექანება, რასაც საბოლოო ჯამში მოჰყვება გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობა, გაჭირვება და სიდუხჭირე რასაც უკვე თითოეული მოქალაქე გრძნობს. იმიტომ, რომ ინვესტორებისთვის საქართველო ყალიბდება აბსოლუტურად მიუღებელ ქვეყანად. ჩავთვალოთ, რომ როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, ფაქტობრივად, ინვესტიციებს ურტყამს, ფული არ შემოდის ქვეყანაში, ლარი უფასურდება, უზარმაზარი პრობლემები გვაქვს, ადამიანებს უფრო და უფრო უჭირთ. ყველა ასეთი განცხადება და შეფასება აფრთხობს იმ ხალხს, ვისაც უნდა რომ ეკონომიკაში ინვესტიცია ჩადოს, სამუშაო ადგილები შექმნას, თვითონაც მოიგოს და ქვეყანაც მოგებული დარჩეს ამ ყველაფრისგან. როდესაც საუბარია ოლიგარქის გავლენაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ კანონში არსებულ წესებს აზრი არ აქვს. თუ შეუთანხმდები ოლიგარქს ან მის გარემოცვაში მყოფ ადამიანს, მაშინ გზა ხსნილი გაქვს. იგივეა სასამართლოს საკითხზეც - როცა სასამართლოს მიმართ ნულოვანია ნდობა, ვინ ჩადებს ქვეყანაში ინვესტიციას, ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რასაც ყველა ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42