მოქალაქის თქმით, მას თურქი სამართალდამცავები ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავებიან, სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე არ გამართულა.
მალხაზ მეზვრიშვილის განცხადებით, ის მიმდინარე წლის 16 თებერვალს სარფიდან ავტომანქანით გაემგზავრა ქალაქ სტამბოლში, სადაც 2 კვირა დაჰყო, პოლიციამ მას საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ბორჩხასთან გააჩერა და ავტომობილში 1-დოლარიანი უპოვა, რის შემდეგაც დააკავა.
“1 დოლარი ნახეს მანქანაზე და მთელი ღამე კაპეზეზე [წინასწარი დაკავების იზოლატორში] ვყავდი, მეორე დღეს სასამართლო მქონდა და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე, მე გაუსვლელობა მომცეს”, - უთხრა მეზვრიშვილმა “ნეტგაზეთს”.
მეზვრიშვილის თქმით, სასამართლოზე დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა, რა იყო FETO, ჰქონდა თუ არა მასთან კავშირი და ტელეფონში თუ ჰქონდა ჩაწერილი რიგი აპლიკაციები რაზეც მან უთხრა, რომ მსგავსი პროგრამები არ ჰქოდა და არც FETO-ს შესახებ იცოდა რამე.
ვრცლად ნახეთ: „ნეტგაზეთზე“.თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქე მალხაზ მეზვრიშვილი 4 თვეა ავტომობილში ცხოვრობს და ქვეყნიდან გასვლა ეკრძალება.
მოქალაქის თქმით, მას თურქი სამართალდამცავები ფეთულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან (FETO) კავშირს ედავებიან, სასამართლო პროცესი კი ამ დრომდე არ გამართულა.
მალხაზ მეზვრიშვილის განცხადებით, ის მიმდინარე წლის 16 თებერვალს სარფიდან ავტომანქანით გაემგზავრა ქალაქ სტამბოლში, სადაც 2 კვირა დაჰყო, პოლიციამ მას საქართველოს საზღვართან ახლოს, ქალაქ ბორჩხასთან გააჩერა და ავტომობილში 1-დოლარიანი უპოვა, რის შემდეგაც დააკავა.
“1 დოლარი ნახეს მანქანაზე და მთელი ღამე კაპეზეზე [წინასწარი დაკავების იზოლატორში] ვყავდი, მეორე დღეს სასამართლო მქონდა და ტელეფონი წაიღეს ექსპერტიზაზე, მე გაუსვლელობა მომცეს”, - უთხრა მეზვრიშვილმა “ნეტგაზეთს”.
მეზვრიშვილის თქმით, სასამართლოზე დაინტერესდნენ, იცოდა თუ არა, რა იყო FETO, ჰქონდა თუ არა მასთან კავშირი და ტელეფონში თუ ჰქონდა ჩაწერილი რიგი აპლიკაციები რაზეც მან უთხრა, რომ მსგავსი პროგრამები არ ჰქოდა და არც FETO-ს შესახებ იცოდა რამე.
ვრცლად ნახეთ: „ნეტგაზეთზე“.
მასალის გამოყენების პირობები






