"ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა, ვანო მერაბიშვილის საქმეზე, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გამართა.
კანდელაკმა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის დასკვნა გაასაჯაროვა და წულუკიანის უწყება ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა.
„მინდა გამოვყო იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში რამდენიმე ტყუილი. პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო ამბობს, რომ მინისტრთა კომიტეტმა მოიწონა ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამოძიება. ეს არის ტყუილი. მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას რომ გამოძიება იყო მასშტაბური და სწრაფი რათა დამნაშავეები ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეში და ეს ფაქტი ევროსასამართლომ დაადგინა რომ ნამდვილად მოხდა როცა მას აშანტაჟებდნენ ბატონი ფარცხალაძე და მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, რომ დამნაშავეები დაისაჯონ უსწრაფესად, კომიტეტმა შეშფოთებით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პროკურატურის გადაწყვეტილებას, არ მიანიჭოს მერაბიშვილის დაზარალებულის სტატუსი და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მას მიანიჭოს აღნიშნული სტატუსი" - აღნიშნა კანდელაკმა.
მასალის გამოყენების პირობები






