უკვე არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც იულია და იური სუსლიაკების მშობლობას ადასტურებს. შესაბამისად, დადასტურდა საქართველოში 10 ბავშვის თანხლებით შემოსული, ამჟამად ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული უკრაინელი ქალის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება. ადვოკატი ზურაბ თოდუა ამბობს, რომ ასევე დადასტურდა სხვა მტკიცებულებების ნამდვილობაც და უკვე დროა, საქმე შეწყდეს.
იულია სუსლიაკის ადვოკატს, ზურაბ თოდუას გადაეცა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც:
იულია სუსლიაკის მიერ საქართველოში ჩამოყვანილი 10 ბავშვიდან ოთხი მისი ბიოლოგიური შვილია;
10-ვე ბავშვი იულია სუსლიაკის მეუღლის, იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილია.
ექსპერტიზა ჩატარდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და შესაბამისად, ის სანდოა საქართველოში მიმდინარე გამოძიებისთვის.
„ექსპერტიზის დასკვნას სრულად შეესაბამება ჩვენი ჩვენებები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ იულია სუსლიაკს არცერთი ბავშვი არ უყიდია და არცერთი ბავშვი არ გაუყიდია. ამ და ჩემს ხელთ არსებულ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შექმნილია სრული საფუძველი, რომ დღესვე შეწყდეს გამოძიება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ადვოკატი თოდუა.
სრულად ნახეთ "რადიო თავისუფებაზე"

მასალის გამოყენების პირობები






