გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუცია - რუსლან აბაშიძე განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 15:24, 05 Jun, 2019     812

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი რუსლან აბაშიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მივესალმები გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში მიღებულ რეზოლუციას, „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.

ის ფაქტი, რომ რეზოლუციის ინიციატორი არის 40-ზე მეტი ქვეყანა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების თემატიკისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალ ყურადღებაზე მიანიშნებს, რომელიც მუდმივად აფიქსირებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიმართ თავის უარყოფით დამოკიდებულებას.

აღნიშნული რეზოლუცია არის მკაფიო გზავნილი, რომ საკუთარ სახლებში დევნილების ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხები მუდმივად გაეროს დღის წესრიგშია, რაც საქართველოს მთავრობის ნაყოფიერი მუშაობის უდაო შედეგს წარმოადგენს, ვინაიდან საქართველო არასდროს ასე ახლოს არ ყოფილა დასავლურ სტრუქტურებთან, როგორც დღეს და რეზოლუცია, რომელიც თანასპონსორობიდან გამომდინარე 40-ზე მეტი ქვეყნის პირად ინიციატივას წარმოადგენს, ამის პირდაპირი დადასტურებაა.

ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული რეზოლუცია ხელისშემწყობი ფაქტორი იქნება სამართლიანობის აღდგენაში“ -განაცხადა რუსლან აბაშიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42