საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა კიევის მერის, პარტია „უდარ“-ის ლიდერის შეთავაზებას უპასუხა. მიხეილ სააკაშვილმა კლიჩკოს წინადადებას- დაიკავოს მისი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, ღირსეული უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას ხალხის აზრის გაგების შემდეგ მიიღებს:
„პარტიებისადმი ჩემი გუშინდელი მიმართვის საპასუხოდ, ვიტალი კლიჩკომ დახმარების ხელი გამოგვიწოდა და ღირსეული წინადადება გააკეთა. მაგრამ მე ყველაფერს ღიად გავაკეთებ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენ აზრს გავიგებ. ჩვენ ან „უდარ“-თან ერთად უნდა წავიდეთ სრული რეფორმირების პირობით, ან მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ არ წავიდეთ და არჩევნებს მიღმა დარჩენის რისკის წინაშე დავდგეთ “ - განაცხადა სააკაშვილმა დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მასალის გამოყენების პირობები






