"მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის , თქვენ არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას" - ზაზა სარალიძე ადვოკატებს მიმართავს
პოლიტიკა - 13:30, 05 Jun, 2019     790
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, სოციალურ ქსელში თავის ადვოკატეს , ნესტან ლონდარიძეს და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს, ალეკო ცქიტიშვილს გაწეული შრომისა და დაუღალავი შრომისთვის მადლობას უხდის.


"იშვიათი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, რომელმაც თავად გადაწყვიტა დამდგარიყო სასტიკად დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული ბავშვის დასაცავად და არ შეუშინდა არანაირ დაბრკოლებას.
თავიდანვე კარგად ქონდა გაცნობიერებული რასთან ქონდა საქმე და რა ბრძოლა მოუწევდა.
იცოდა,რომ სისტემას დაუპირისპირდებოდა და ურთულესი გზის გავლა აირჩია უშიშრად და შეუპოვრად.
ნესტან ლონდარიძე - ადამიანი რიმელმაც დღეს თავისი სათქმელი უთხრა ყველა უწყებას და დაანახა,რომ სიმართლის გზით სიარული ეს უკვე გამარჯვებაა და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
არაერთხელ დამანახა ნესტანიმ და მისმა გუნდმა,წაქცეული და მართალი ადამიანი ყოველთვის დადგება ფეხზე.
მე ის არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას და ყოველ დღე წარმაწებულად მივიწევდით წინ.
არაერთხელ გამაოცა თქვანმა მიდგომამ ამ საქმისადმი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ბატონი ალეკო ცქიტიშვილი!
ადამიანი,რომელსაც რამოდენიმე წლის წინ შვილი დაეღუპა თბილისის ზღვაზე.
შვილ მკვდარი მამა!
რომელიც დღესაც დაუღალავად იბრძვის თავის გუნდთან ერთად,რომ ანალოგიური სიკვდილიანობა არ განმეორდეს და იგივე სხვა ოჯახმაც არ გადაიტანოს.(იცურე მშვიდად)

ადამიანის უფლებათა ცენტრი!
ადამიანებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია,რომელმაც არა ართ სამართლზე დაადგინა ჭეშმარიტება და დაადგენს კიდევ.

ქალბატონო ნესტან და ბატონო ალეკო!

მადლობა ამ დაუღალავი ბრძოლისთვის თქვენ და თქვენს გუნდს,რომლებიც არ შეუშინდით არანაირ წინააღმდეგობას და ვერავინ და ვერაფერმა ვერ მოახდინა გავლენა თქვენზე და თქვენ ორგანიზაციაზე.
კიდევ ბევრი მაქვს სათქმელი თქვენს ადამიანობაზე და სიტყვებსაც ვერ ვპოულობ იმ მადლიერების გადმოსაცემად რაც სრულად მინდა ვთქვა.

წინ კიდევ დიდი ბრძოლა გველის და იმედია მალე სრული ჭეშმარიტება დადგინდება.

დღეს თქვენ გაიმარჯვეთ!
და თქვენთან ერთად სიმართლის დადგენაში ყველა მონაწილე პირმა გაიმარჯვა!
დღეს ყველა ოჯახმა გაიმარჯვა ვისაც სიმართლე სწყუროდა!

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ სიმართლის გზაზე!" - წერს ზაზა სარალიძე

ცნობისთვის, გუშინ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია დააკავეს. კალანდია ხორავას ქუჩის მოვლენების ის ფუგურანტია, რომლის დაკავებასაც ზაზა სარალიძის ოჯახი წელიწადნახევარი ითხოვდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42