თბილისის მერია ევროპის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
პოლიტიკა - 13:17, 05 Jun, 2019     761

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილის კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე მისასვლელი გზის, ევროპის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება.

„კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაციის პროექტს ვახორციელებთ. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ასევე, გვინდა, კიდევ ერთი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი დავიწყოთ - აეროპორტის გადასახვევის, ევროპის ქუჩის განახლება მოვახდინოთ, სადაც ასევე, მძიმე მდგომარეობაა. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე, საავტომობილო მოძრაობა ერთ მხარეს ჩაიკეტება. პროექტის განხორციელებას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. აქაც ყველაფერი მოწესრიგდება - გამწვანება, გარე განათების სისტემა, დამონტაჟდება LED სანათები. როდესაც ადამიანი საქართველოში პირველად ჩამოდის, ცენტრალური გზა ყველანაირად მოწესრიგებული უნდა იყოს, რომ მას ჩვენს ქვეყანასა და ქალაქზე პირველი შთაბეჭდილება შეექმნას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს დედაქალაქის მერიის კონტრაქტორი შპს „ჯეუ გრუპი“ განახორციელებს.

რაც შეეხება საავტომობილო მოძრაობას, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, თავდაპირველად, ერთი თვის განმავლობაში, აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით სავალი ნაწილი გადაიკეტება და საპირისპირო მიმართულება დროებით ორმხრივი გახდება.

პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, სამუშაოები თბილისიდან აეროპორტის მიმართულებით განხორციელდება და საპირისპირო მიმართულებაზე სატრანსპორტო ნაკადი, ასევე, 30 დღით გადაერთვება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42