"ერთმანეთი გაიცნეს..."- ზალკალიანი ბახტაძისა და ზელენსკის შეხვედრას ადასტურებს
პოლიტიკა - 13:02, 05 Jun, 2019     1129
საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძისა და უკრაინის ახლად არჩელი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი განმარტებას აკეთებს. ზალკალიანმა დაადასტურა, რომ გუშინ ბრიუსელში მოულოდნელად ჩასულ პრემიერ ბახტაძეს უკრაინის პრეზიდენტთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდა.

„რაც შეეხება ბრიუსელში გაჩერებას, ეს იყო ბოლო წუთს გადაწყვეტილი, რადგანაც ჩვენმა მეგობარმა, მამუკა ბახტაძის პირადმა მეგობარმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა გორდონ სონლანდმა, რომელიც გახლავთ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროკავშირში, გამართა მიღება ბრიუსელში. მიღება მიძღვნილი იყო აშშ-ს დამოუკიდებლობის დღისადმი და, რადგანაც ის მიემგზავრება, გადმოიტანა ერთი თვით ადრე. ბოლო მომენტში კი, მოხდა შეთანხმება, რომ ბრიუსელის გავლით და ამ მიღებაზე დასწრების შემდეგ პრემიერი გამეგზავრებოდა აშშ-ში. არანაირი სხვა შეხვედრა არ ყოფილა ამ მიღების დროს. ბუნებრივია, იქ იყო ძალიან ბევრი მაღალი რანგის სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, მათთან კომუნიკაციის, მათ შორის ვლადიმირ ზელენკსისთან, მაგრამ ამას არ შეიძლება, ვუწოდოთ ოფიციალური შეხვედრა ან მოლაპარაკებები. ასეთი რამ არ ხდება ბუნებაში, დიპლომატიური პრაქტიკა არ იცნობს მსგავსი ფორმატის ფარგლებში ოფიციალურ მოლაპარაკებებს“, - განმარტა ზალკალიანმა ჟურნალისტებთნ შეხვედრისას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ბახტაძისა და ზელენსკის შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

„ეს დაადასტურა კიდეც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ. მათ ერთმანეთი გაიცნეს, ეს იყო და ეს. არანაირ თემებზე იქ საუბარი არც ხდება, არასერიოზულილია, რომ ასეთ მიღებების დროს მნიშვნელოვან თემებზე იყოს საუბარი. ეს დღის წესრიგში საერთოდ არ იდგა და არც დგას“,- განაცხადა ზალკალიანმა.

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გუშინ,ბრიუსელში ყოფნნისას ჟრნალისტებთან განაცხადა, ბახტაძე კარგი ადამიანია, მასთან საქართველოსა და უკრაინის საკითხზე ისაუბრა, ბოლოს კი ტელეფონის ნომრებიც გაცვალეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42