„დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხი მნიშნელოვანია და ისმევა პრეზიდენტის მიერ... საზღვარი უნდა იყოს მკაფიოთ გავლებული“ - კობახიძე
პოლიტიკა - 09:33, 05 Jun, 2019     865

დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში და ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება პრეზიდენტის მიერ

„დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხი მუდმივად დგებოდა დღის წესრიგში სხვადასხვა ფორმატში 30 წლის განმავლობაში - თვითონ თემა რომ არის რთული, ზუსტად ის ცხადყოფს ამას, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა",- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.

ირაკლი კობახიძე დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა და ამასთან დაკავშირებით, მეზობელ სახელმწიფოებთან დიალოგი და კონსულტაციებია საჭირო.

„რაც შეეხება, ზოგადად, დელიმიტაციის და დემარკაციის საკითხი არის აქტუალური და რომ არის გასაკეთებელი, ზოგადად, მეზობელ სახელმწიფოებთან, იცით, რომ სრულად მოწესრიგებული ამ კუთხით საზღვარი არის მხოლოდ თურქეთთან, სადაც არის სრულად განხორციელებული დელიმიტაცია და დემარკაცია. სხვა შემთხვევაში, არის პრობლემა და საჭიროა, ბუნებრივია, დელიმიტაციის და დემარკაციის პროცესის ხელშეწყობა. ეს არის, რა თქმა უნდა, საერთო ამოცანა და ამაზე გვჭირდება, უბრალოდ, დიალოგი და კონსულტაციები ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც გვაქვს მეგობრული ურთიერთობები და ასეთი დისკუსიის საფუძველზე და კონსულტაციების საფუძველზე, ეს საკითხი არის გადაჭრადი. რა თქმა უნდა, არის გარკვეული მონაკვეთები, სადაც არსებობს, ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიციები ერთ და მეორე მხარეს და აქ არის საჭირო თითოეული ამ პოზიციის დეტალურად გავლა. თუმცა, ზოგადად, დემარკაცია-დელიმიტაცია არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ეს საკითხი ისმება პრეზიდენტის მიერ. მთავარია, რომ მეგობარ ქვეყნებთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდეს ყველა შესაბამისი საკითხი",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, დელიმიტაციასა და დემარკაციაზე საუბარი 30 წელია გრძელდება და აღნიშნული თემა რაიმე განსაკუთრებულ საკითხად ვერ იქნება განხილული.

„დელიმიტაციაზე და დემარკაციაზე საუბარია 30 წელი და მათ შორის, ამაზე საუბრობენ მაღალ დონეზე, ანუ, თავისთავად, ეს, როგორც ასეთი, რაიმე განსაკუთრებულ საკითხად ვერ იქნება განხილული. ანუ, დელიმიტაცია-დემარკაცია არის აუცილებელი ასპექტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. უნდა იყოს მკაფიოდ გავლებული საზღვარი. ეს არის დელიმიტაცია და დემარკაცია, რომ უნდა არსებობდეს მკაფიო საზღვარი იმისთვის, რომ მოწესრიგებული იყოს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. ამაზეა საუბარი და ეს საკითხი მუდმივად სხვადასხვა ფორმატში დგებოდა დღის წესრიგში 30 წლის განმავლობაში. თვითონ თემა რომ არის რთული, ზუსტად ის ცხადყოფს ამას, რომ 30 წელი ვერ მოხერხდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42