როგორ გავიდა გამოძიება მიხეილ კალანდიაზე და რა საუბრები შედგა ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ
პოლიტიკა - 09:09, 05 Jun, 2019     3778
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში, ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის დეტალებზე ისაუბრა და საზოგადოებას განუმარტა, თუ რა ნაბიჯები გაიარა გამოძიებამ ამ საქმეზე კონკრეტული შედეგების დადგომის მიზნით.

„აუცილებელია გავიაროთ ის ისტორია, რომელიც დაიწყო 2017წლის დეკემბრის თვიდან, ქრონოლოგიურად მივყვეთ ამ საქმის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ძირითად საქმიდან და შემდგომ გამოყოფილი საქმის მიმდინარეობას. მას შემდგომ რაც ეს ტრაგედია მოხდა და ეს საზარელი მკვლელობა იქნა ჩადენილი, ბუნებრივია დაიწყო გამოძიება და შეიკრიბა გარკვეული მტკიცებულებები, რის შემდგომაც მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემულ იქნა გიორგი ჯანაშია და გუგა ბარბაქაძე. ამავდროულად, წარიმართა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებებით. ჩატარდა ათეულობით თუ ასეულობით საგამოძიებო მოქმედება და საბოლოო ჯამში სასამართლოში წარიმართა საქმე იმდაგვარად, რომ ბრალდების მხარე ამ ორ ადამიანს ედავებოდა განზრახ მკვლელობის ჯგუფურად ჩადენას სარალიძესთან მიმართებაში და ასევე ცალკე ბარბაქაძეს დადუნაშვილთან მიმართებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და თქვა, რომ სარალიძესთან მიმართებაში გიორგი ჯანაშიამ ჩაიდინა მკვლელობის მცდელობა, ყოველგვარი ჯგუფური მაკვალიფიცირებლის გარეშე, ხოლო ბარბაქაძე სარალიძესთან მიმართებაში წარდგენილ ბრალდებაში საერთოდ გამართლდა და მის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი ლევან დადუნაშვილთან მიმართებით. ანუ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით, ის, რომ ჯგუფურობის მაკვალიფიცირებელი ფაქტობრივად აღარ არსებობდა ამ მოცემულობაში, ვინაიდან ცალსახა იყო, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად, ბრალდების მხარემ ამ შემთხვევაში პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა აპელაციაში და თქვა, რომ ეს დანაშაული ჩადენილი იყო ჯგუფურად და პირველად წარდგენილი ბრალდებიდან გამომდინარე შეიტანა საჩივარი სააპელაციო სასამართლოში. ამავდროულად, ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები და ასევე არსებობდა კითხვის ნიშნები, რომ ადგილი ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედებას. შესაბამისად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოცხადებული ამ განაჩენის შემდეგ. გარდაცვლილი ბავშვების, მოზარდების თანასკოლელები არ თანამშრომლობდნენ. შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ახალი გამოძიების ფარგლებშიც, პირველ ეტაპზე გარკვეული ეჭვები პირადად მეც გამიჩნდა. თავიდან ბოლომდე ვიყავი ამ საქმეში ჩართული მეც და დავრწმუნდი, რომ გარკვეულმა თანასკოლელებმა, ვინც უშუალოდ იქ იმყოფებოდა, არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ამავდროულად აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ერთ-ერთი თანასკოლელი რომელმაც თავდაპირველი გამოძიების ეტაპზე ჩვენება მისცა, თქვა, რომ დავინახე მიხეილ კალანდია როგორ ურტყამდა მუშტს დავით სარალიძეს - სასამართლოში დაკითხვისას ესეც აღარ დაადასტურა და თქვა, რომ ეს გარემოება არ დაუნახავს. ეს ადამიანი ჩვენ ახალი გამოძიების ფარგლებში მივეცით პასუხისგებაში და დღეს უკვე დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი ცრუ ჩვენების მიცემისთვის. შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, რომ მივყვეთ - ჩვენ ინტენსიურ რეჟიმში გავაგრძელეთ საგამოძიებო მოქმედებები, დავკითხეთ ყველა მოწმე ვინც პირველი საქმის გამოძიების ფარგლებში იყვნენ დაკითხული და ჩავატარეთ ასობით საგამოძიებო მოქმედება, ათობით ფარული საგამოძიებო მოქმედება. ასევე დავკითხეთ ისეთი მოწმეები ვინც საერთოდ არ იყვნენ დაკითხული. ეს ცალსახად შემიძლია ვთქვა. რომ გამოძიების შეცდომა არ იყო, რომ ეს ადამიანები იყვნენ ირიბი მოწმეები, ვინც საერთოდ შემთხვევის ადგილზე არ ყოფილან. იმიტომ, რომ იმ დროისთვის, იქ ძალიან ბევრი მოზარდი იმყოფებოდა, ქუჩაზე გამვლელიც ძალიან ბევრი იყო და ბუნებრივია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შემცირებული, ანუ მოკლე ვადებიდან გამომდინარე, გამოძიება ყველა ადამიანს, ასობით და ათასობით ადამიანს ვერ დაკითხავდა. გამოძიების პროცესში ჩვენ დავკითხეთ გარკვეული მოწმეები, რომლისგანაც მივიღეთ გარკვეული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა საუბრები შედგა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემთხვევის ადგილიდან, მას შემდეგ რაც ეს ფაქტი დასრულდა. ასევე, მოვიპოვეთ დამატებითი მტკიცებულებები მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში, თუ როგორ ახდენდა ის რკინის საგნის დემონსტრირებას და როგორ საუბრობდა იმის შესახებ, თუ როგორ ურტყამდა ამ საგანს გარდაცვლილ სარალიძეს. მანამ სანამ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანდა, ეს საგამოძიებო ღონისძიებები გრძელდებოდა ინტენსიურად. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდეც ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. სააპელაციო სასამართლომ ცალსახად თქვა, რომ გიორგი ჯანაშია არის მკვლელი. თქვა, რომ მან ჯგუფურად ჩაიდინა მკვლელობა და ამავდროულად, თქვა რომ ჯგუფის წევრი არ არის გუგა ბარბაქაძე. გუგა ბარბაქაძემ მოკლა ლევან დადუნაშვილი და ჯანაშიასთან ერთად ეს ადამიანი არ არის სარალიძის მკვლელი. ამავდროულად, ცალსახად გაჩნდა იურიდიული ჩარჩო, რომ გვყავდა ჯგუფის წევრი, კიდევ ერთი დამატებითი პიროვნება და ავტომატურ რეჟიმში ჩვენ გვქონდა დამატებითი მტკიცებულებები, მიხეილ კალანდიასთან მიმართებაში შეგროვებული. განაჩენის გამოცხადების დღესვე იმწუთიერად, რა წამს ჩვენ გავეცანით სააპელაციო სასამართლოს სარეზოლუციო ნაწილს, ავტომატურად კომუნიკაცია შედგა ჩვენსა და პროკურატურას შორის. პროკურატურის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში თავიდან ბოლომდე ჩართულნი იყვნენ, ახალი გამოძიების ფარგლებში. ავტომატურად, ჩვენი აზრები ცალსახად დაემთხვა და ჩვენ საგამოძიებო უწყების და პროკურატურის წარმომადგენლები შევჯერდით, რომ აუცილებელი იყო შეგვეტანა შუამდგომლობა სასამართლოში. ავიღეთ განჩინება და მივიღეთ ის რაც მივიღეთ. თქვენთვის ცნობილი იქნება, რომ გამოყოფილი საქმის ფარგლებში, მიხეილ კალანდია არ არის პირველი ბრალდებული. ჩვენ ამ გამოყოფილი საქმის ფარგლებში მიხეილ კალანდიას გარდა, კიდევ 3 პირი მივეცით პასუხისგებაში და სამივე პირის მიმართ დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. მათ შორის, ერთ-ერთი არის ის ადამიანი, ვინც იყო დავით სარალიძის თანასკოლელი, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და სასამართლოს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია. ამ ადამიანის მიმართაც დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, გამოძიება გრძელდება. დეტალებზე, კონკრეტულ მიმართულებებზე ჩემი მხრიდან არ იქნება მიზანშეწონილი, რომ ვისაუბრო. თუ გამოიკვეთება კონკრეტული პირების - არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ის, რაიმე სახით, რაიმე ფორმით დანაშაულის ჩადენის ფაქტი და ჩვენ შევაგროვებთ მტკიცებულებებს, შევქმნით სამართლებრივ სტანდარტს დევნის დასაწყებად და ბრალდების წარსადგენად, რა თქმა უნდა ჩვენი რეაქცია იქნება ავტომატური და მყისიერი. "- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42