ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მთავარია, დავით გარეჯის საკითხი ორ სახელმწიფოს შორის დიალოგისა და კონსულტაციების რეჟიმში გადაწყდეს.
„კერძო აქტივობა იყო, რომელიც, სამწუხაროდ, არ წაადგა მაინც და მაინც ამ საკითხის სწრაფად მოგვარებას. თუმცა, რამდენად ჰქონდათ ამისათვის საბაბი, მეორეა საფუძველი. მე მგონია, რომ ამისათვის საფუძველი არ არსებობდა, საბაბის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარია კონსულტაციების რეჟიმში ხელისუფლებებს შორის ორ სახელმწიფოს შორის გადაწყდეს ეს საკითხი და ზედმეტი ვნებათაღელვა ამას ხელს არ შეუწყობს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის პრესსიკერმა განაცხადა, რომ დავით გარეჯში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო და კონკრეტულად მამუკა ბახტაძისთვის ცნობილი იყო, რომ პრეზიდენტი სამონასტრო კომპლექსში ვიზიტისას ამ განცხადების გაკეთებას აპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






