"ეს არის ერთი ჯგუფი, ერთნაირად მოწყობილი ტვინით" - ოპოზიცია პრეიზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას ეხმაურება
პოლიტიკა - 19:23, 04 Jun, 2019     1046
პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის გარეჯში ჩასვლა და იქიდან გაკეთებული საჯარო განცხადებები ქვეყნის მთავრობასთან იყო შეთანხმებული ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან.


”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ერთი მთლიანი მთლიანი ჯგუფია.

„პრესსპიკერის დღევანდელი განცხადება იყო, ნაწილობრივ, ბურთის გადაგდება და მთავრობაზე შეტენვა, თუმცა ისევ ვიმეორებ, საქართველოში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც სალომე ზურაბიშვილის რაიმე ფორმით გამოყოფს როგორც ცალკე ინსტიტუტს ან ცალკე პოლიტიკოსს "ქართული ოცნებისგან". ეს არის ერთი ჯგუფი, ერთნაირად მოწყობილი ტვინით. ნაწილობრივ, ხშირად არის ეს მავნებლობა, ხშირად არის ეს უვიცობა, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ ჩვენი ქვეყნის პარტნიორები ჩვენ აღარ გვცემენ პატივს, მტრებს ჩვენი აღარ ეშინიათ,“ - აცხადებს გიგი უგულავა.

პრეზიდენტისა და მთავრობის შეთანხმებულად მოქმედებაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. რომან გოცირიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი და მთავრობა ახლა ვითარებიდან გამოსავალს ეძებენ.

„ამ ყაიდის პრეზიდენტს არ აქვს საგარეო საკითხებში მოლაპარაკების წარმართვის უფლება, მთავრობის ნებართვის გარეშე. თუკი მან ეს გააკეთა, ეს უკვე არის იმპიჩმენტის თემა. როგორც ჩანს, რაღაც გამოსავალს ეძებენ და მთავრობა და პრეზიდენტი შეთანხმდნენ, რომ მისი ეს განცხადებები არ ყოფილიყო რაღაც თვითნებობა, რომელმაც შექმნა სერიოზული დაძაბულობა და პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, რომ ეკისრება ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ხელისუფლება ინაწილებს სალომე ზურაბიშვილის პასუხისმგებლობას და გარკვეულწილად, როგორც ჩანს, გადაეფარა მას,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42