"ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე კომიკურს უწოდებს მამუკა ბახტაძის საიდუმლო ვიზიტს ბრიუსელში.
მისი თქმით, ჯობდა, პრემიერს ეთქვა, რომ ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრას ცდილობდა, ვიდრე ის, რომ ელჩის მიღებაზე იმყოფება.
„ის, რომ პრემიერმინისტრი ელჩის მიღებაზე ბრიუსელში გაფრინდა თავისთავად იმდენად აბსურდი და იმდენად კომიკურია, რომ ამას ნამდვილად სჯობია, რომ მართლაც ზელენსკისთან ჩუმად შესახვედრად იყოს მისული იმ სასტუმროში.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი რაც „ქართულმა ოცნებამ“ მოუტანა დღეს საქართველოს, არის უკრაინასთან ურთიერთობის დაზიანება ბოლო ექვსი წლის განმავლობაში, როდესაც შიდა პოლიტიკური ფაქტორების და, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის მიუღებლობის გამო საქართველო-უკრაინის ურთიერთობა ჩამოვიდა იმდენად დაბალ დონეზე, რომ ექვსი წელია, არ შემდგარა პირველი პირების ვიზიტი და იმის ნაცვლად, რომ ჩვენს ერთ-ერთ მთავარ მეგობარ და მოკავშირე სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტები დავგეგმოთ, აი, ასე ჩუმად, სასტუმრო-სასტუმრო უნდა ვდიოთ უკრაინის ხელისუფლებას და ვეხვეწოთ შეხვედრებზე. ეს არის პირდაპირი შედეგი „ქართული ოცნების“ ბოლო წლების პოლიტიკის,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






