არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ჰერალდიკის საბჭოს ფუნქციებზე და ამ საბჭოსთვის გამოყოფილ დაფინანსებაზე წერს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საეჭვო დანიშნულების ჰერალდიკის საბჭოს საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში 423 ათასით აფინანსებს.
„სახელმწიფო სიმბოლიკას ყოველწლიური განახლება ნამდვილად არ სჭირდება.
ამიტომ ჰერალდიკის საბჭო ძირითადად საქართველოს მუნიციპალიტეტებში გამოფენების მოწყობით იკავებს თავს.
ხანდახან ჯილდოებსაც გასცემენ ჰერალდიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
წელს ეს საპატიო ჯილდო ქართული ოცნების დეპუტატებმა, ვანო ზარდიაშვილმა და დავით მათიკაშვილმა მიიღეს.
ჰერალდიკის საბჭოს ფუნქცია “სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაციაა”.
საბჭოს youtube-გვერდს 4 გამომწერი ჰყავს, ვიდეოებს კი საშუალოდ 11 ნახვა აქვს.“- აღნიშნულია ფლანგვის დეტექტორის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მასალის გამოყენების პირობები






