28 წლის ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს, მამუკა ხეცურიანს უკრაინა პოლონეთს გადასცემს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის პროკურატურა ავრცელებს. ხეცურიანი 2018 წლის ნოემბერში კიევში დააკავეს, ექსტრადიიციის საბოლოო გადაწყვეტილება კი 3 ივნისს კიევის სააპელაციო სასამართლომ მიიღო. მასზე ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყო გამოცხადებული.
პოლონური მედიის ინფორმაციით, ხეცურიანმა ქალი მიიყვანა საერთო საცხოვრებელში სადაც მშენებლობაზე მომუშავე უცხოელები ცხოვრობდნენ. სამართალდამცავების მონაცემებით ქალი ცემით მოკლეს და დამნაშავეები სექსუალური მოტივით მოქმედებდნენ. სიკვდილის მიზეზი კისერში მახვილი საგნის, სავარაუდოდ დანის დარტყმა გახდა. ქალის მკვლელობის შემდეგ, მისი ცხედარი დაანაწევრეს და ტყეში გადამალეს. გვამის აღმოჩენა 5 დღის შემდეგ მოხერხდა, ქალის ვინაობა დნმ-ის ანალიზის შედეგად დაადგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






