"დაველოდოთ, შეეცდება თუ არა პროკურატურა ისევ მის გაპრავებას" - ზაზა სარალიძე მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
პოლიტიკა - 13:22, 04 Jun, 2019     1124
ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე სამართალდამცავების მიერ პროკურატურის "ოქროს მოწმის" მიხეილ კალანდიას დაკავებაზე პირველ კომენტარს აკეთებს.

შვილმოკლული მამა "TV პირველთან" ამბობს, რომ "სამართალი აღდგენილია", თუმცა წინ სასამართლო პროცესებვია, სადაც ძალოვანმა უწყებებმა უნდა დაასაბუთონ, რატომ გაჭიანურდა გამოძიება.

"პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად, ჩემს გვერდში იბრძოდა სამართლის მიღწევაში. მადლობა მინდა გადავუცადო იმ ადამიანებს, ვინც ბოლო-ბოლო ჩათვალა საჭიროდ, რომ სიმართლემ უნდა იზეიმოს. სამართალი აღდგენილია, მაგრამ წინ არის სასამართლო პროცესი , როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას. შეეცდება თუ არა ის ისევ მის გაპრავებას. დაველოდოთ"- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისი თქმით, მას ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ კალანდიას ადრე თუ გვიან დააკავებდნენ.

"მას შემდეგ რაც ჩემი შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მიხეილ კალანდია იყო ერთ-ერთი დამნაშავე ჩემი შვილის მკვლელობაში იმ დღიდან ყოველ დღე, არასდროს შემიწყვეტია იმის მოლოდინი, რომ ის აუცილებლად მიეცემოდა პასუხისგებაში. ეს სამართალი საჭირო იყო იმისთვის, რომ მსგავსი პრეცენდენტები არ უნდა განმეორდეს. იქნებ, გარკვეული ჯგუფის ბავშვები გონს მოეგონ, რომ არ შეიძლება ასეთი დანაშაულის ჩადენა და მითუმეტეს მისი დამალვა"- აღნიშნა მოკლული ბიჭის მამამ.

ზაზა სარალიძის ინტერესი ახლა ძალოვანი უწყებებისკენაა მიმართული:

"ვნახოთ, როგორ დაასაბუთებენ ძალოვანი უწყებები თავად რატომ მოხდა ეს ასე, რატომ გაჭიანურდა გამოძიება. ვნახოთ რას დაამტკიცებენ. ჩემი შემდეგი ნაბიჯი ინება ის რომ გამოძიებას ბოლომდე მივყვები. სანამ ყველა დეტალი არ იქნება გარკვეული. ეს ბრძოლა არ არის ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის. ეს ბრძოლა არის ჩემი შვილის მეგობრებისთვის. ჩვენი შვილებისთვის, რომ მათ შუღლი არ ჰქონდეთ გულში და არ გადაწყვიტონ სისხლის აღება"- განაცხადა სარალიძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42