ივანიშვილი კობახიძის გუნდს ასუსტებს - ოლიგარქს თადუმაძის ხელით სასამართლოს მოქმედი კლანის გაკონტროლება სურს
პოლიტიკა - 13:46, 04 Jun, 2019     1338
"ქართული ოცნება" მორიგი დიდი საკადრო ცვლილებების მოლოდინში - ბიძინა ივანიშვილის სურვილია უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლო პირადად გააკონტროლოს და ამ ორ გავლენიან ინსტიტუტს მისი ნდობით აღჭურვილ პირებს აბარებს.

“ოცნებაში" უკვე ფაქტობრივად ადასტურებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ადვოკატი, ქვეყნის მთავარი პროკურორის პოსტს მალე დაემშვიდობება და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას მოირგებს.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მედიაში აქტიურად საუბრობენ, რომ ივანიშვილი ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოლიგარქი ბოლომდე არ ენდობა სასამართლო სისტემაში გამაგრებულ ე.წ. კლანს და არ გამორიცხავენ, რომ პროცესებს მდინარაძე -ზარდიაშვილის ფრთა ჩამოაშორონ.

ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი „ნიუპოსტთან“ ამბობს, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით, ყოფილ პრემიერს აღარ სურს სასამართლო კობახიძე- მდინარაძე-ზარდიაშვილის გავლით გააკონტროლოს და ახლა უნდა, პროცესები მისი პირადი ადვოკატის საშუალებით მართოს.

პოლიტოლოგის თქმით, აღნიშნული სამეული ძალიან ამბიციურია და რაღაც ეტაპზე შეიძლება ისინი ივანიშვილისთვის სასურველები არ გახდნენ.

„პერსონალიებს თავი რომ დავანებოთ, მთავარია ის, თუ რა სისტემა იქმნება და რა არის ამოცანა?! ამოცანა არ არის სასამართლო სისტემის ფორმირება, როგორც ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი შტოსი. დღს, კი სამწუხაროდ, ამოცანა არის პოლიტიკურ ვერტიკალში სასამართლო სისტემის განთავსება და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოქცევა. სამწუხაროდ, მთავარი სისტემური პრობლემის მანკიერება ძალაში რჩება. და აქ მთავარი არის იუსტიციის საბჭო, როგორც ალგიას თავლა, სადაც მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ ალგორითმით.

შიდა სახელისუფლებო ბალანსების განხილვაში თუ გადავალთ და თუ თადუმაძის თავმჯდომარეობას განვიხილავთ, აქ შეიძლება დავინახოთ გარკვეული პოლიტიკური ლოგიკა. დღეს, სასამართლო ხელისუფლებასთან ივანიშვილი ოპერირებს კობახიძის ჯგუფის გავლით, იგივე ზარდიაშვილი-მდინარაძის გუნდით, რაც შეიძლება მაინც და მაინც კომფორტული არ იყოს. ეს ამ ჯგუფის აუცილებლობაზე მეტყველებს და შესაძლოა მათ, მომავალში პოლიტიკური უხერხულობა შექმნან. რა თქმა უნედა ხელისუფლებას ურჩევნია პირდაპირი გასასვლელი ჰქონდეს სასამართლო სისტემაში აღნიშნული გუნდის გვერდის ავლით, რომ საჭიროების შემთხვევაში მათგანაც გათავისუფლდეს.

აქედან გამომდინარე თადუმაძის უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარედ დანიშვნა, კობახიძის გუნდის განეიტრალებას ნიშნავს, რაც სისტემაში თავისუფლად მანევრის საშუალებას იძლევა. ივანიშვილს თადუმაძის ხელით სასამართლოს მოქმედი კლანის გაკონტროლება უნდა. ეს ნიშნავს პირდაპირი გასასვლელის შესაძლებლობას და კონტროლს პოლიტიკური შუამავლების გარეშე, რადგან ამ შუამავლებს პოლიტიკური ამბიციები უჩნდებათ. თუ ისინი დარჩებიან სასამართლო სისტემის მაკონტროლებლებად ეს საქმეს გაართულებს“- განაცხადა ხუხაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42