"იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს" - სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავებაზე
პოლიტიკა - 12:27, 04 Jun, 2019     925
ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიხეილ კალანდიას დაკავებას გამოეხმაურა. სერგი კაპანაძის თქმით იმისთვის რომ სამართალი ბოლომდე იყოს აღსრულებული საჭიროა საგამოძიებო კომისიის სხვა რეკომენდაციების შესრულებაც. მათ შორის არის რეკომენდაცია იმ ადამიანების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს:


"იმისათვის, რომ ამ საქმეში სამართალი ბოლომდე იყოს დაკმაყოფილებული მნიშვნელოვანია, დანარჩენი რეკომენდაციების შესრულებაც. მათ შორის, იმ ადამიანების პასუხისმგებლობაც, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს. მნიშვნელოვანია, რომ ბოლომდე დადგეს შედეგი. თუ დადგინდება მათი არამართლზომიერი ქმედებები, ისინიც უნდა მიეცნენ პასუხისმგებლობაში. საგამოძიებო კომისიამ რეკომენდაცია გამოსცა შარშან. ჩვენ გვახსოვს, რომ კომისიის მუშაობის დაწყებისთანავე მალევე გამოვეცით შუალედური რეკომენდაცია, რომ მიხეილ კალანდიას უნდა წაყენებოდა ბრალი. კონკრეტული პირები იყო ჩვენ მიერ იდენტიფიცირებული, მათ შორის ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მირზა სუბელიანი მონაწილეობდა, რომელმაც ბოლომდე თავისი როლით გააყალბა ეს საქმე. ასევე, კონკრეტული თანამშრომლები, დაწყებული ბატონი ფიფიათი, დასრულებული ბატონი ფხაკაძით, რომელიც ამ საქმის პროკურორი იყო, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ბოლომდე ხელს აფარებდა კალანდიას. ჩვენ გვაქვს 10-მდე ადამიანის სახელი და გვარი იდენტიფიცირებული. ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია იყო, რომ ამ ადამიანების ქმედებებზე დაწყებულიყო გამოძიება."- განაცხადა სერგი კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42