"დედამიწას არ ვიცი, მაგრამ სამეგრელოს შეიძლება დავარტყათ წრე "- გუბერნატორი დახარჯულ საწვავზე
პოლიტიკა - 12:06, 04 Jun, 2019     1109
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელია ირწმუნება, რომ ბენზინთან დაკავშირებით არანაირი გადახარჯვა არ აქვს.

გუბერნატორი ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის ( IDFI) კვლევას გამოეხმაურა.

"რას ეყრდნობოდა ეს კვლევა ჩემთვის ცნობილი არ არის. მე აქ მაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მე არანაირი გადახარჯვა არ მაქვს, მათ შორის არც ჩემს წინამორბედს გადახარჯვა საწვავის არ აქვს. ამიტომ კარგი იქნება თუ უფრო დავაზუსტებთ და დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ თქვენთან ერთად თუ კი არის ასეთი ფაქტი, რომ გამოიკვეთოს თუ რამე დარღვევა არსებობს.

აგერ არის ოფიციალური დოკუმენტი, ამ მონაცემების მიხედვით, არანაირ გადახარჯვაზე საუბარი არ შეიძლება. თუკი ჩვენ გვაქს შედარებით უფრო მეტი ხარჯი საწვავის ეს ბუნებრივიც არის, ვინაიდან ჩვენ დიდი რეგიონი ვართ, მაღალმთიანი ნაწილიც ძალიან დიდია ჩვენს რეგიონში. რაც შეეხება არასამუშაო დღეებს თქვენ შეგიძლიათ, ძალიან მარტივად ნახოთ, რომ შაბათ-კვირასაც კი მე ვიმყოფები ძალიან ხშირად ჩვენი რეგიონის სხვადასხვა სოფელში და ამდენად როგორ ითვლება ეს, რომ არასამუშაო დღეს მე გადახარჯვა მაქვს არ მაქვს ვერ მოგახსენებთ.

მე ვიცი, რომ ის ლიმიტი რაც მაქვს, იმაზე გაცილებით ნაკლები საწვავი მაქვს მოხმარებული. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ეს დოკუმენტში... ჩემი დაინტერესების წყარო არის ოფიციალური დოკუმენტი, მე ვეყრდნობი ოფიციალურ დოკუმენტს, ეს დოკუმენტი აქ არის თქვენს წინაშე საჯაროდ წარმოდგენილი, საიდანაც შეგიძლიათ დარწმუნდეთ და დედამიწას ვინ რამდენჯერ დაარტყამს წრეს მე ვერ მოგახსენებთ მაგრამ, სამეგრელოს რეგიონს კი ბატონო შეიძლება წრე დავარტყათ." - განაცხადა გუბერნატორმა.

არასამთავრობო ორეგანიზაციის კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი საწვავი დახარჯა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42