მათი აზრით, საბჭო, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, სასამართლოს კლანის დაკვეთებს ასრულებს და გადაწყვეტილებაც მათი სურვილის შესაბამისი იქნება.
„უმეტესი გვარებისა, რვა გვარი პირველ სიასთან შედარებით მეორდება ამ პროცესში. აქ არის დამატებული სხვა ადამიანები, რომლებიც დამატებულები არიან ჩინჩალაძე-მურუსიძესთან. მე მაქვს მოლოდინი, რომ ყველა ეტაპზე იქნება სერიოზული ბრძოლა, ხელისუფლებას მოუწევს ხალხის აზრის გათვალისწინება,“-განაცხადა ანა დოლიძემ.
მესამე სეტქორის შეფასებით, მოსამართლეობის კანდიდატთა სია, პირადად ბიძინა ივანიშვილთან არის შეთანხმებული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დირექტორის, ეკა გიგაურის თქმით, ე.წ. მოსამართლეთა კლანის წევრებს, უზენაეს სასამართლოში მოხვედრის ცალსახა გარანტიები აქვთ მიღებული.
„გარკვეული წევრები ამ სიის არის პრობლემატური. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კლანის წევრები ცდილობენ შეაღწიონ უზენაეს სასამართლოში. რა თქმა უნდა ამ ადამიანებთან დაკავშირებული ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილმა იცოდა და ამ ადამიანებს ცალსახად აქვთ გარანტიები, რომ შევიდნენ უზენაეს სასამართლოში,“-ამბობს ეკა გიგაური.
მასალის გამოყენების პირობები






