საქართველოს მთავარობა სარეკლამო რგოლებს რუსულ სახელისუფლო ტელევიზია RUSSIA 1-ზე ათავსებდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია შეტანილი.
მთავრობა ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ხსნის.
მოხსენების მიხედვით, მთავრობამ ვიდეორგოლები დაარეკლამა შემდეგ არხებზე: RUSSIA 1, 1+1, POLSAT, RESHET 13, Bloomberg. ასევე, განათავსა რეკლამა BBC-სა და CNN-ზე. National Geographic, Tripadvisor, Facebook
ცნობისათვის, რუსული სახელისუფლო ტელევიზია RUSSIA 1, რუსული პროპაგანდისტული მედიაა, რომელიც საქართველოს 2008 წელს ომის დაწყებაში ადანაშაულებდა. ამ მიზნით არხზე სპეციალური ფილმიც გადიოდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველომ დაარღვია ყველა შეთანხმება და ქართული ჯარი მშვიდობიან და მძინარე მოსახლეობას თავს დაესხა. აღნიშნული ტელევიზიის ეთერში არაეთხელ გასულა სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო იმაზეც, რომ რუსლი ენა საქართველოში ყველაზე მთხოვნადია და რომ თბილისში რუსი ინვესტორები ყიდულობენ ქონებას და ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა სიხარულით ხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






