სალომე ზურაბიშვილი თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის საზეიმო გახსნას დაესწრო და განაცხადარომ ეს არის დედაქალაქის მერისა და მისი გუნდის დამსახურება.
მისი თქმით, მოედანი ისე გაკეთდა , როგორც ოცნებებში დავინახავდით.
„ჩვენ ვიცით ხშირად წუწუნი, ბევრი რამე არ მოგვწონს, ბევრი რამე არ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ ზოგჯერ ისე ხდება, რომ არის ისეთი, როგორსაც ვისურვებდით. დღეს არის ასეთი დღე, როცა მართლაც ისე გაკეთდა, როგორც ოცნებებში დავინახავდით" – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილმა, კახა კალაძისა მიმართვსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თბილისი თავად გაიტანს მსოფლიოში თავის ამბავს, იმდენად ულამაზესია.
„მინდა, დავამთავრო იმით, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი მეყვავილეების გამო. წუხდნენ, ეშინოდათ, რა მოგვივიდოდა. როგორც ყოველთვის, ძალიან ბევრი ეჭვი იყო, რომ ვაიმე, ჩვენ გაგვაგდებენ. გაგვაგდებენ კი არა, ულამაზესი ადგილია მათთვის მოწყობილი. ამითიც ეს უბანი იქნება ძალიან ლამაზი, თავისი ყვავილებით მორთული. გილოცავთ თბილისელებო, გილოცავთ სრულიად საქართველო, გილოცავთ ბატონო კახა, თქვენ უკვე ხართ შესული იმ დიდ მერებთა შორის, რომლებმაც ეს ქალაქი ააშენეს, გაამწვანეს. მადლობა ამისთვის“,-აღნიშნა სალომე ზურაბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






