რამდენი მილიონი ლარი დაჯდა ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია და მისი კეთილმოწყობა
პოლიტიკა - 22:17, 03 Jun, 2019     3136

ორბელიანის მოედნის და მიმდებარე არეალის რეაბილიტაცია დასრულდა

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში, ორი წელი დასჭირდა.

ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების გახსნის ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დაესწრნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

„დღეს ჩემთვის, ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს, მოსახლეობას დავპირდი, რომ ორბელიანის მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები რეაბილიტირებული იქნებოდა. ჩვენ ეს დაპირება შევასრულეთ, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შენი სამშობლოს, ხალხის, ოჯახის, შვილების, მომავალი თაობების მიმართ მსახურებაა. მე ყოველთვის ვეუბნები ჩემს თანამშრომლებს და ასევე, ჩემს შვილებს, რომ სადაც არ უნდა იყვნენ, რასაც არ აუნდა აკეთებდნენ, მათი ყოველდღიური საქმიანობა უნდა იყოს ისეთი, რომ სხვას ანიჭებდეს სიხარულსა და ბედნიერებას. ჩვენ ამ პრინციპით ვაგრძელებთ მუშაობას. უბედნიერესი ადამიანი ვარ ჩემს თანაგუნდელებთან - იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ, რათა ორბელიანის მოედანი მისი მიმდებარე ქუჩები ასეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი ყოფილიყო. ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ მთელი ქალაქი ასეთი იყოს - გამართული ინფრასტრუქტურით, ეკოლოგიურად სუფთა, მოწესრიგებული, ძალიან ბევრი მწვანე სივრცით. დარწმუნებული ვარ, ამას ერთიანი ძალისხმევით მოვახერხებთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მთავრობის მეთაურს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების თანადგომის გარეშე, მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა.

დედაქალაქის მერმა მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა საკანონმდებლო ორგანოსა და დედაქალაქის საკრებულოს წევრებსაც გადაუხადა.

„ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. ამაყი ვარ, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი გახლავთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე (ფხოვის, ფურცელაძის, ათონელის, აბჟანდაძის, ხაზინის, თაბუკაშვილის და ხიდის ქუჩებზე) სრულად შეიცვალა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები: მოეწყო სადრენაჟო სისტემა, განახლდა წყალარინების და სანიაღვრე ქსელები, ასევე წყლის, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდებისა და სუსტი დენის სისტემები. ჯამში, აღნიშნული სამუშაოების ღირებულებამ 10.5 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულება 9 მლნ ლარია.

რეაბილიტაციის პროცესში, ე.წ. ყვავილების ბაზრობისთვის დაგეგმილია სპეციალური, გარემოსთან ადაპტირებული მხატვრული სავაჭრო პავილიონების მოწყობა. რეაბილიტაციის პროცესში კერძო ინვესტიციით, უშუალოდ სარეაბილიტაციო ქუჩებზე დაიწყო ოთხი სასტუმროსა და ორი სავაჭრო-კომერციული ობიექტის მშენებლობა, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.

დასკვნით ეტაპზე, განხორციელდა ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც შვიდი სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის, ორი ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას გულისხმობს. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 15 მლნ ლარია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42