"ინტერ რაო" საზღვარზე გვაწვდიდა ელექტროენერგიას, "ინტერ რაო საქართველო" კი საბითუმო მომწოდებელია" - ირინა მილორავა
პოლიტიკა - 17:13, 03 Jun, 2019     996
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელის განცხადებით საქართველოში ელექტროენერგიის კუთხით იმპორტდამოკიდებულება იზრდება რადგან ადგილობრივი გენერაცია არ ვითარდება იმ ტემპით, რა ტემპითაც იზრდება მოხმარება. აღნიშნული განცხადება ირინა მილორავამ დღეს საკანონმდებლო ორგანოში მოხსენებით გამოსვლისას გააკეთა. დეპუტატებს სემეკის ხელმძღვანელთან ყველაზე მეტი შეკითხვა რუსული ენერგო გიგანტის შვილობილი კომპანიის, საქართველოს ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ. ოპოზიციას აინტერესებდა, თვლიდა თუ არა სემეკის ხელმძღვანელი, რომ რუსული კომპანიის ქართულ ბაზარზე შემოსვლა საქართველოს საფრთხეს უქმნის და საქართველო იმპორტის თვალსაზრისით რუსეთზე დამოკიდებული ხდება.

„ხომ არ არსებობს საშიშროება რომ გაიზარდოს რუსული კომპანიის მონაწილეობა საბითუმო ბაზარზე?- პრინციპში გამოვრიცხავ, იმიტომ რომ შეიცვალა სამართლებრივი სტატუსი, იყო „ინტერ რაო“, უცხო ქვეყნის რეზიდენტი, რომელიც საზღვარზე გვაწვდიდა ელექტროენერგიას და გახდა ქართული საწარმო. ველოდები რომ შემდეგ ეტაპზე "ინტერ რაოსთან" ერთად სხვა ქვეყნის კომერციული ოპერატორები აუცილებლად იგივე ფორმით გააგრძელებენ საქმიანობას საქართველოში.“- განაცხადა მილორავამ.

დეპუტატების განცხადებაზე, რომ შუამავალი კომპანია პრობლემას წარმოადგენს, რადგან ის მომხმარებელს საფასურს უძვირებს. სემეკის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ "ინტერ რაო" ელექტროენერგეტიკულ სივრცეშია, "ინტერ რაო საქართველო" კი რეგისტრირებულია საბითუმო მიმწოდებლად.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42