რატომ გადასცეს ბახმაროში "ორბი ჯგუფს" მიწის ნაკვეთი 1 ლარად - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 16:39, 03 Jun, 2019     1467
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოცნებისთვის 60 ათასის შემომწირველის კომპანიამ ბახმაროში მიწა ერთ ლარად მიიღო, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო განცხადებით პასუხობს, როგორც განცხადებაშია ნათქვამი შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო" წარმოდგენილი წინადადების გამო შეირჩა:

"მედიაში გავრცელებული ინფორმაცია კურორტ ბახმაროში კომპანია „ორბი ჯგუფისთვის" 1 ლარად მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით, შეიცავს რიგ უზუსტობებს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ამასთან 2 ივნისს, ტელეკომპანია რუსთვი2-ის მიერ გადაცემა P.S-ში გაშვებულ სიუჟეტში მოცემული ფაქტები არ იყო სააგენტოსგან გამოთხოვილი, შესაბამისად შეიცავდა არაზუსტ ინფორმაციას.

შპს „ორბი ჯგუფი ბახმარომ" ქონების ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინა წერილობითი განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში თუ კომპანიას მიწის ნაკვეთები გადაეცემოდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ერთ ლარად, ის აიღებდა ვალდებულებას განეხორციელებინა მასშტაბური - 50 მილიონი ლარის ინვესტიცია და კურორტზე მოაწყობდა სასტუმროებს, კომერციული ფართებს, კვების ობიექტებსა და სპორტულ მოედნებს.

პარალელურად, სააგენტოს მიმართა კიდევ ერთმა კომპანიამ, რომელიც ასევე ითხოვდა სიმბოლურ ფასად 1 ლარად მიწის გადაცემას 2 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელების პირობით.

საინვესტიციო პირობების უკეთ დაკმაყოფილების საფუძველზე შეირჩა „ორბი ჯგუფი", თუმცა მეორე კომპანიასთან გაგრძელდა მოლაპარაკება მისთვის ბახმაროში სხვა ტერიტორიის შეთავაზების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ ბახმაროს ნებისმიერი მშენებლობა ხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ფარგლებში, რომლითაც ბახმაროში მაღალსართულიანი საცხოვრებელი ბინების მშენებლობა აკრძალულია.

აღნიშნული დოკუმენტი გამორიცხავს ბახმაროს ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ისეთ განვითარებას, რომელიც დაუშვებელია ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით. აღნიშნული დოკუმენტაციის არსებობა არის უმნიშვნელოვანესი როგორც ტეროტორიის სწორად განვითარებისათვის, ასევე ინვესტორთათვის, რათა მათ განახორციელონ პროგნოზირებადი და გარანტირებული ინვესტიცია.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში კონკურენტული და ბიზნეს მეგობრული გარემოს დაცვას. სააგენტო მზადაა ითანამშრომლოს ყველა ინვესტორთან, რომლის მიზანსაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მათ შორის, ბახმაროში ინვესტიციის განვითარება, ბიზნესის დაწყება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა წარმოადგენს. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია თითოეული საინვესტიციო წინადადება, რისი გათვალისწინებითაც სააგენტო განაგრძობს ნებისმიერ მსურველ კომპანიასთან საინვესტიციო წინადადებების განხილვას ბახმაროს ტერიტორიაზე თუ სხვაგან."- აღნიშნულია განცხადებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო" 2018 წლის 27 დეკემბერს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი ზვიად ზოიძეა, ხოლო დირექტორი - ირაკლი კვერღელიძე. ირაკლი კვერღელიძემ „ქართულ ოცნებას" 2014 წელს 60 000 ლარი შესწირა, ხოლო სალომე ზურაბიშვილს - 25 000 ლარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42