"საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე" - ნათია ზოიძის ღია წერილი
პოლიტიკა - 16:11, 03 Jun, 2019     1048

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ღია წერილს ავრცელებს.

წერილში ზოიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსს პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებს.

მისი თქმით, მალე მოქალაქეებს ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი ეყოლება.

ნათია ზოიძემ ღია წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ კონკურსს ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო აწყობდა და სხვა კანდიდატებთან ერთად მასში მეც ვმონაწილეობდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაში გარკვეულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს წესით უნდა ეგრძნოთ, რომ ნამდვილად მქონდა გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია. გეგმა, რომელიც წარვადგინე, იყო ნაფიქრი, რეალისტური და თანმიმდევრული. საბჭოს მიზანი კონცეფციაზე მსჯელობა სულაც არ იყო.

არ ვნანობ პროცესში მონაწილეობას. მქონდა კითხვები, რომელზეც აუცილებელი იყო მიმეღო პასუხები. ამ წერილის მიზანია, ვთქვა: მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული

ვფიქრობ, უნდა იცოდეთ: ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან, ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.

ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ, ამასთანავე ამბიციებს, პირად წყენებს ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის განცდას.

მივმართავ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად.

რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია და ეს არ მართლდება. თქვენს წინ არამარტო 320 თანამშრომელი დგას, არამედ დგანან მოქალაქეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ისტორიაში პირველად ფლობენ ტრიბუნას.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში, კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ. გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ „საინფორმაციო პოლიტიკის მართვა“ და „სამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე.

პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას.

ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არა თუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერევი სარედაქციო საქმიანობაში, ეს არის ჩემი საქმე და ამით ვქმნი საფუძველს სარედაქციო თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს კარგად ესმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყველა წევრს და, რაც მთავარია, მრჩეველთა საბჭოს წევრებს. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. უბრალოდ ეს ასეა.

დღეს კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადეს. თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად ნუ დაელოდებით ახალი დირექტორის არჩევას. თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ წერილის პირადი მოტივი არ მაწერინებს: სულ რომ დაიხუთოს ქვეყანა, მე ჩემს წილ თავისუფლებას მაინც ვიპოვი, ერთი სიტყვა და ერთი თავისუფალი ხმაც კი საკმარისია, ვიბრძოლო პროგრესისთვის, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ახლა აფერხებს.

2019 წლის 3 ივნისი" - წერს ზოიძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42