„როცა იქვემდებარებ ხელისუფლების სამივე შტოს, ეს მთავრდება რევოლუციით - ან საარჩევნო უბნებთან ან უბნებს მიღმა“ - ნიკა მელია თადუმაძის სასამართლოში შესაძლო განმწესებაზე
პოლიტიკა - 16:39, 03 Jun, 2019     962
"როდესაც საკუთარი ოჯახის მოსამსახურე პერსონალს მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე ნიშნავ, მთელს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შენს ფეხ ქვეშ იქვემდებარებ ​. ადრე თუ გვიან ეს მთავრდება რევოლუციით"- ასე აფასებს "ნიუპოსტთან" გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ შესაძლო დანიშვნას.

მელია დარწმუნებულია, რომ თადუმაძე ბიძინა ივანიშვილს მოემსახურება, სადაც არ უნდა იყოს.

"არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში, ესა თუ ის ადამიანი სად დაინიშნება ან სად გადაინიშნება. თადუმაძე პროკურორად გააგრძელებს მუშაობას, მოსამართლედ განმწესდება, "ქართუ ბანკში" დაბრუნდება იურისტად თუ ივანიშვილის საკარმიდამოში მთავარ მებაღედ დაინიშნება, ამას რა მნიშვნელობა აქვს?! ის ხომ, მხოლოდ და მხოლოდ, ერთ ადამიანს მოემსახურება, სადაც არ უნდა იყოს, ისევე როგორც სამივე სახელისუფლებო შტო ემსახურება ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ, პოლიტიკური რეჟიმის სწრაფი ცვლილება არის გარდაუვალი და ეს მოხდება ერთი სცენარით, უბრალოდ ამ სცენარში შეიძლება მცირე კორექტირება შევიდეს - ან მოხდება რევოლუცია საარჩევნო უბნებზე, საარჩევნო ურნებთან ან მოხდება რევოლუცია საარჩევნო უბნებს მიღმა. დიახ, ყველა პოლიტიკური რეჟიმი ამთავრებს ასე - როდესაც შენ ნიშნავ საკუთარი ოჯახის მოსამსახურე პერსონალს და პერსონალიებს მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე და იქვემდებარებ მთელს აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებას შენს ფეხქვეშ. ადრე თუ გვიან ეს მთავრდება რევოლუციით"- განაცხადა "ნიუპოსტთან" ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42