სააკაშვილის თქმით, მან ბოლო წლებში 25-30 კილოგრამი დაიკლო, დაკლების მიზეზთან დაკავშირებით კი სააკაშვილმა ინტერვიუს დროს იხუმრა:
„მე ხომ სახურავებზე დავრბოდი. გახსოვთ? საუკეთესო დიეტაა - სახურავებზე დარბიხარ და კილოგრამებს კარგავ. სადღაც 25-30 კგ დავიკელი.“- განაცხადა სააკაშვილმა, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ მაინცდამაინც რა დიეტა იყო ეს სააკაშვილმა განაცხადა, რომ გახდომა დეპრესიის დროს გადაწყვიტა:
„მე რეალურად გავხდი იმ დროს როდესაც მოქალაქეობა დავკარგე. აშშ-ში ვიყავი, დეპრესია და სტრესი მქონდა და ჩემ თავს ვუთხარი, რომ ჩემ მტრების ჯინაზე სუპერ გარეგნობა მექნებოდა. თავიდან დავიწყე ცოტა ჭამა, სპორტით დავკავდი, შემდეგ კი როდესაც უკვე კიევში დამაპატიმრეს, შიმშილობა გამოვაცხადე და 10 კგ-ზე მეტი დავიკელი. ეს კი მომეწონა მაგრამ ციხეში მეტჯერ აღარ მინდა.“- განაცხადა სააკაშილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე როდის აპირებს ის საქართველოში დაბრუნებას სააკაშვილმა უპასუხა რომ უახლოეს მომავლში:
„ერთ ან 3 თვეში“-განაცხადა საააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






