ქუთაისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრის ნანა კოსტავას გადადგომასთან დაკავშირებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ კოსტავა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ურჩია, არ დაეტოვებინა საკრებულო. ელისკო კილაძის ინფორმაციით, კოსტავა ოცნების სიაში დიტო სამხარაძის რეკომენდაციით მოხვდა.
„ამ წუთებში ქუთაისიდან მომაწოდეს ინფორმაცია,რომ ქუთაისის მერი გიორგი ჭირღვარია წუხელ იმყოფებოდა ნანა კოსტავასთან სახლში და სწორედ მან ურჩია, არ დაეტოვებინა საკრებულო.
ქუთაისის მერი ასევე დაუპირისპირდა ნიკა ლატარიას და ელისო არჩაიას იმის გამო, რომ მათ არ დაიცვეს ნანა კოსტავა !
როგორც დილით გითხარით,ნანა კოსტავა ოცნების სიაში მოხვდა დიტო სამხარაძის რეკომენდაციით და სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ.ამიტომ ვერ ელევა გოგაშვილის დაძიუშნიკი მას, კოსტავა იმუქრება კომპრომატებით !
ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში ცოცხლები ხართ ?!
რა ბარდაკი და განუკითხაობაა ?!“ - წერს ელისო კილაძე
ნანა კოსტავას მიერ გავრცელებულ, სიძულვლის ენის შემცველ ფეისბუქპოსტს, რომელიც გარდაცვლილი 16 წლის მოზარდის დის მიმართ იყო დაწერილი, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადადგომა ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები






