ადვოკატის თქმით სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, პასუხისმგებლობა კი პროკურატურას ეკისრება, რომელმაც 12 ჭრილობით მოკლული მოზარდის მკვლელი ვერ დაადგინა. ლონდარიძე ამბობს, რომ საქმეში გამოძიება მიზანმიმართულ შეცდომებს უშვებს.
„ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე აიღო დიდი როლი. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში და არცერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს,რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არაერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში და ეს არ არის შეცდომები, ეს არის მიზანმიმართული დარღვევები ამ საქმეში, რომ დღეს აქამდე მოვსულიყავით, არასრულწლოვანი, რომელიც 12 ჭრილობით არის გარდაცვლილი, დღეს უცნობია მისი მკვლელი ვინ არის და პროკურატურას ქმედითი ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს.“-განაცხადა ნესტან ლონდარიძემ. მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პროკურატურას მოუწევს შეაფასოს მიხეილ კალანდიას სავარაუდო მონაწილეობის ნიშნები დანაშაულში.
მასალის გამოყენების პირობები






