საქართველოს და შავი ზღვის რეგიონს NATO-ს ახალ 4 პუნქტიან სტრატეგიაში წამყვანი ადგილი უკავია
პოლიტიკა - 14:29, 03 Jun, 2019     978

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, მსოფლიოს უსაფრთხოების წინაშე მდგარი ახალი გამოწვევბის შესაბამისად ახალი სამხედრო სტრატეგიის შესახებ დოქტრინა გამოაქვეყნა. ახალ 4 პუნქტიან სამხედრო სტრატეგიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საქართველოსა და შავიზღვისპირა რეგიონებს, რაც დოქტრინის 2 და 3 პუნქტრბშია აღნიშნული.

ბუნებრივია, ალიანსის ახალ დოქტრინაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხედ რუსეთია მოხსენიებული და სწორედ ამ რეალობის გათვალისწინებით, NATO ცვლის სამხედრო პრიორიტეტებს აღმოსავლეთ ევროპასა და შავი ზღვის რეგიონში, ისევე როგორც ახლო აღმოსავლეთში.

დოკუმეტში ერთერთი მთავარი პრიორიტეტი შავი ზღვისპირა რეგიონია. ის ახალი სტრატეგიის მეორე პუნტშია მოხსენიებული. NATO ზრდის თავის კონტინგენტს შავ ზღვაში - საუბარია სამხედრო თვითმფრინავებით პატრულირებაზე, აკვატორიაში ფრეგატებისა და სხვა სამხედრო გემების არსებობაზე.

ალიანსში აცხადებენ, რომ იყო დრო, როდესაც შავი ზღვის რეგიონი უსაფრთხო იყო მაგრამ რუსეთის მიერ განხორციელებულმა აგრესიამ 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში, რეალობა შეცვალა და NATO-სთვის ბალტიის ზღვამ მეორე პლანზე გადაიწია.

"შავი ზღვა არცერთ ცალკე აღებულ ქვეყანას არ ეკუთვნის და ჩვენ ყველას მუდმივად შევახსენებთ ამას," - აცახდებს ალიანსის მრჩეველი რუსეთის საკითხებში რობერტ პშელი.

"დადგა ხანგრძლივი პერიოდი, როდესაც შავიზღვისპირა რეგიონი არასტაბულური იქნება, აქ რუსეთის გაძლიერებული სამხედრო ყოფნის გამო," - აცხადებს ჯეიმს აპატურაი, ალიანის გენმდივნის წარმომადგენელი.

მისი თქმით ალიანს აქვს გრძელი სია, შავ ზღვაში დაგეგმილი სხვადასხვა მიმართულების სწავლებებისა, სადაც NATO და მისი მოკავშირეები (იგულისხმება უკრაინა და საქართველო) მიიღებენ მონაწილეობას.

ამავე კონტექსტში განიხილავს ნატო რეგიონში მის მთავარ მოკავშირეებთან, საქართველოსა და უკრაინასთან ურთიერთობას, განსაკუთრებით საქართველოსთან, რომელიც ალიანსის წარმოამდგენელთა განცხადებით დიდი ხანია მიისწრაფის NATO- წევრობისკენ, ხოლო ქვეყნის უმაღლესი პირები ათწლეულებია, რაც აცხადებენ, რომ ევროატლანტიკური სივრცე ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.

ალიანსის ეგიდით ბოლო, 2019 წლის მარტში ჩატარებული სამხედრო სწავლებების დროს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სწავლებები არცერთი ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, თუმცა, აქვე მიანიშნა რუსეთზე, როდესაც აღნიშნა, რომ სწავლებები ხელს უწყობს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შეამოწმონ მზადყოფნა შესაძლო აგრესიის მოგერიების კუთხით.

ჰოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, 4 პუნქტიანი დოკუმნენტის მესამე პუნქტში აღნიშნულია, რომ ალიანსს მთელი პაკეტები აქვს შემუშავებული საქართველოსა და უკრაინისათვის, სადაც სამხედრო სწავლებებთან ერთად შესულია ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის აუცილებელი ღონისძიებები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42