დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლევან დადუნაშვილის და დათუნა სარალიძის მკვლელობის საქმეზე სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.
სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა. უფრო კონკრეტულად, მისი ბრალდების მუხლი გადააკვალიფიცირა, მას ბრალად განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში ედებოდა ბრალად და მკვლელობის მცდელობით შეუცვალა.
წინასწარი შეცნობით არასრუწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის, სასამართლომ გ.ბ. დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შეუმცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით.
წინასწარი შეცნობით - დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი - არასრუწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასჯელის სახედ და ზომად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა ¼ -ით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით.
სასამართლოში იმყოფება მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.
ბრალდების მხარე, ითხოვდა დადასტურებულიყო ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.
ორი მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები






