"კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა... ეს იყო ჩემსა და ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი"- გია ხუხაშვილის თქმით, ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა
პოლიტიკა - 10:06, 03 Jun, 2019     2147
„ბათუმის ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით შვიდი ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი დაკავების საკითხს, ექსპერტი გია ხუხაშვილი გამოეხმაურა მისი თქმით, აქ საქმე უფრო მეტად პოლიტიკურ ინტერესშია ვიდრე კორუფციასთან ბრძოლაში. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა


„სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ინტერეს­ჯგუფები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ ფონს გასვლას. აქ მხოლოდ ფული და ასეთი გარიგებები არ უნდა ვიგულისხმოთ. კორუფციაა ლობისტური, ნეპოტისტური მოქმედებებიც და ა.შ. სამწუხაროდ, შეიმჩნევა რამდენიმე დაჯგუფებების აქტივობა, რომელთაც, ასე ვთქვათ, მწვანე აქვთ ანთებული და ბაზარზე დომინირებენ. ისინი როგორც ბიუჯეტთან, ასევე სახელმწიფო ან მსხვილ კომპანიებთან დაკავშირებით სიტუაციას, რა თქმა უნდა, საკუთარი ინტერესების შესაბამისად აყალიბებენ. ეს არის კორუფციის ყველაზე სახიფათო ფორმა, რასაც ჩვენ ელიტურ კორუფციას ვეძახით. ეს ხდებოდა ადრეც და ხდება დღესაც, თუმცა, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ამას დაემატა კორუფციული რისკები საშუალო და ქვედა დონეებზე. იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას ასე სურს. არა. ის, სისუსტის გამო, კონტროლს ვერ ახერხებს. შედეგად ქვედა და საშუალო რგოლის ჩინოსნებს ნაკლებად ეშინიათ, თუმცა ამბიციები დიდი აქვთ. ყველა, ვინც ხელისუფლებას საეჭვოდ ჩატარებულ არჩევნებში ეხმარება, მიიჩნევს, რომ ამისთვის დივიდენდები უნდა მიიღოს. შესაბამისად, კორუფციული მეტასტაზები უკვე მთელ სახელისუფლებო სხეულში გავრცელდა. ვერ ვეტყვი, რომ ეს გადაულახავ პრობლემად არის ქცეული, მაგრამ აშკარაა, რომ ვითარება სახიფათო ფაზაში შევიდა.

სხვათა შორის, ეს იყო საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის დაძაბულობის მიზეზი. მე მას ვთავაზობდი, სასწრაფოდ შექმნილიყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სისტემა, რომელიც ამ მიმართულებით აგრესიულ მოქმედებებს დაიწყებდა. თან ეს უნდა მომხდარიყო ეკონომიკის მოდერნიზაციასთან ერთად. ამ ელემენტების გაერთიანებით ქვეყანაში განვითარების ახალი ტალღის საფუძველი შეიქმნებოდა, რაც ქართველ საზოგადოებას ოპტიმიზმსაც გაუჩენდა... თუმცა ივანიშვილისთვის ეს მისაღები არ აღმოჩნდა.“- განაცხადა გია ხუხაშვილმა „კვირის პალიტრასთან“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42