შემთხვევა ზესტაფონში მოხდა. რესპონდენტის მტკიცებით, ინციდენტის შემდეგ პოლიციელი ბოლნისში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი თორნიკე ონიანი უკვე მოზარდთან დაკავშირებული ძალადობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დღემდე არ დაწყებულა.
“მცემდა ეს ხარაზი, ძალადობდა, მე ახლა თორნიკეს ველაპარაკეო, თორნიკე მოდისო და შენო ვერსად ვერ წახვალო. გააგზავნა თორნიკე ონიანმა ექიმთან, უკვე სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გამოიძახეს ექიმი, შემაბრუნეს აბორტის გასაკეთებლად, მცემა, იძალადა და თვითონ ქეიფობდა რაიონის ელიტასთან ერთად, ამ ყველაფრის შემდეგ. ოჯახიანად ჰაერში აგწევთ, აღარ იარსებებთ და ასეთი მუქარები ხორციელდებოდა ჩემს მიმართ. დავლიე აბები და მოვიწამლე თავი. ეს ის თორნიკე ონიანია, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურებაშია ბრალდებული. როგორც ვიცი მას შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება, მაგრამ ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის.“- აცხადებს ის.
მასალის გამოყენების პირობები






