"შერატონ მეტეხი პალასში" ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” რიგგარეშე ყრილობა გაიმართა
პოლიტიკა - 17:05, 02 Jun, 2019     575
"შერატონ მეტეხი პალასში" ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიას სახელწოდება შეეცვალა და დღეიდან "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო” ეწოდა.

ყრილობაზე ასევე პარტიის პოლიტიკურ მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრეს. "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” ლიდერების განცხადებით, ისინი მომხრე არიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, თუმცა აცხადებენ, რომ დაუშვებელია ქვეყნის ტერიტორიაზე ნებისმიერი უცქო ქვეყნის ბაზების არსებობა.

„ჩვენ უარს ვამბობთ იმ კორუმპირებულ ხელისუფლებაზე, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, უარს ვამბობთ იმ უმუშევრობაზე, იმ სოციალურ უთანასწორობაზე, რაც ჩამოყალიბდა ეს ბოლო წლებია საქართველოში, განსაკუთრებით, ამ ბოლო ხანში გამოჩნდა და რა თქმა უნდა, ჩვენთვის უმთავრესია ევროკავშირი, ევროკავშირში გაერთიანება, თუმცა ასევე, ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი უცხო ქვეყნის ბაზების საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსული ბაზები გავიდნენ საქართველოდან. ამისთვის საჭიროა პირდაპირი მოლაპარაკებები, ამისათვის საჭიროა მრავალვექტორული დაბალანსებული ურთიერთობები“ - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძის განცახდებით, პარტიის ლიდერები საქართველოს ყველა რეგიონში მოაწყობენ რომ კონფერენციების მიზანია, ამომრჩეველს ესაუბრონ იმის შესახებ, თუ რა ცვლილებებია ქვეყნისთვის უმთავრესი.

„ამ კონფერენციების დანიშნულება, პირველ რიგში, იქნება ის, რომ პირდაპირ ურთიერთობაში შევიდეთ ჩვენს ამომრჩეველთან, პირდაპირ გავაგებინოთ ხალხს, რა ცვლილებებია ქვეყანაში სასწრაფოდ საჭირო. მთავარი პოლიტიკურ გზავნილი არის ერთიანი საქართველო, ეს არის ის უმთავრესი მესიჯი, რაც გახლავთ ჩვენი დღევანდელი შეკრების. დღეს, საქართველოს სჭირდება ერთიანობა, ტერიტორიული მთლიანობა და საზოგადოების ერთიანობა უკეთესი ცვლილებებისთვის,“ - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი, პრობლემების მოგვარების გზად, რუსეთთან დიალოგს ასახელებს.

„ლაკონურად რომ ვთქვათ, ეს არის მზადება ეროვნული სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად. ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის არის გარდაუვალი აუცილებლობა, ვესაუბროთ ყველაზე უხერხულ მეზობელს ოკუპანტს, მტერს, მაგრამ უნდა ვესაუბროთ, უნდა ვესაუბროთ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის პრობლემები მოვაგვაროთ. ჩვენ ვხედავთ, რომ 25 წელიწადია ვტკეპნით ერთ ადგილს და უკან უკან მივდივართ. ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, არის ვესაუბროთ იმათ, სადაც არის შესაძლებელი ამ პრობლემების მოგვარება დაიწყოს,“ - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42