ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ პრობლემები, რაც არსებობდა, დღეს რეალურად არის დაძლეული - პრემიერის პასუხი ავსტრიის ელჩის კრიტიკაზე
პოლიტიკა - 15:53, 02 Jun, 2019     1357

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა ავსტრიის ელჩის განცხადებას, რომელიც საქართველოში ბიზნესის წარმოების პრობლემასა და გადაწყვეტილების მიმღები პირების არარსებობას ეხებოდა.

მამუკა ბახტაძე პრობლემების არსებობას აღიარებს, თუმცა, აცხადებს, რომ სწორედ ამ მიზნით განხორციელდა საკადრო ცვლილებები მთავრობაში.

„სიმართლე გითხრათ, მე არ ვარ გაცნობილი ამ განცხადებას, გავეცნობი და გიპასუხებთ.

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია გვაქვს, პირადად მეც, დიპლომატიურ კორპუსთან საქართველოში იმიტომ, რომ ბევრი უცხოური კომპანია მოღვაწეობს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათგან მივიღოთ უკუკავშირი და ზოგადად ახლა რაც შეეხება გადაწყვეტილების სისწრაფეს, მე ამის შესახებ საქართველოს პარლამენტშიც მქონდა საუბარი.

ის, რომ ბევრ მიმართულებაში ჩვენ გვაქვს დასახვეწი საკითხი, ეს იყო სწორედ მიზეზი, რის გამოც მოხდა საკადრო გადაადგილებები, ის პრობლემები, რაც არსებობდა დღეს რეალურად არის დაძლეული, მაგრამ რა თქმა უნდა მნიშვნელოვნად გვაქვს გასაუმჯობესებელი. მათ შორის პროცედურების ნაწილი გვაქვს გასამარტივებელი და აქ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ძირითადად საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებებს და იცით, საქართველო ბიზნესის კეთების თვალსაზრისით არის მსოფლიოში მეექვსე ადგილზე. ეს რა თქმა უნდა არ არის იმის საფუძველი, რომ ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად არ არის. ძალიან ბევრი რამე გვაქვს გასაუმჯობესებელი მაგრამ შედეგი სახეზეა,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ელჩის გარდა, საქართველოში ბიზნისი კუთხით არსებული ვითარება იტალიის ელჩმაც გააკრიტიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42