"ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახზე" - გიორგი ერმაკოვი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას ითხოვს
პოლიტიკა - 20:05, 01 Jun, 2019     1652
ბათუმის საქალაქო სასამართლო ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის და მასთან ერთად დაკავებული 6 მაღალჩინოსნისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ მსჯელობს.


ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა , სასამართლოს წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში აღნიშნა, რომ მიმალვას არ აპირებს და მზადაა, გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

„მე არ ვსაუბრობ ფაქტობრივ გარემოებებზე, მთელს ქალაქში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც აქ მსხდომ ღირსეულ ადამიანებს არ იცნობდნენ. ეს შეეხო ჩემს ღირსებას და ოჯახს. ჩვენ ვყოფილვართ თურმე შეკრული დამნაშავეები. პირველად მიწევს სასამართლო სხდომაზე ყოფნა, მით უმეტეს ამ ფორმაში. ვთანამშრომლობდი და მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, არავინ არ აპირებს ქალაქიდან წასვლას. რამდენიმე წლის წინ ვიმყოფებოდი პროკურატურაში გამოკითხვაზე. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ ვგეგმავდი წასვლას, თუმცა არ წავედი, რომ კითხვის ნიშნები არ გაჩენილიყო. ყველა ჩვენგანი ვალდებულიცაა და ამას გავაკეთებთ მორალური პრინციპებით, რომ სასამართლოში ნებისმიერ დროს გამოცხადდეს.

ჩემი თავი ამ წუთას არ მადარდებს, ვდარდობ ჩემს ოჯახს. ვითხოვ, აღკვეთის ღონისძიების მკაცრი ზომა გირაოთი შეიცვალოს”,- განაცხადა ბათუმის ყოფილმა მერმა, გიორგი ერმაკოვმა.

მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე სიტყვა წამორთქვა კიდევ ერთმა ბრალდებულმა, აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ და მანაც აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება ითხოვა.

არჩილ ვაჩნაძე სხვა ბრალდებული ჩინოვნიკების მსგავსად ბრალს არ აღიარებს.

„ბრალდების მხარე ვერც ერთ ფაქტს ვერ დაადასტურებს, რომ მათთან არ ვითანამშრომლე.
დაკავების დროს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ვიმყოფებოდი და არანაირი წინააღმდეგობა არ გამიწევია.
თეორიულად ბევრი რამე შეიძლება ვივარაუდოდთ, თუმცა გაქცევა გამორიცხულია.

შეუძლებელია, რომ ვინმემ რაიმე ზეგავლენა მოახდინოს. გთხოვთ, აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარი გირაო გამოიყენოთ”,- განაცხადა აჭარის ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, არჩილ ვანაძემ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ლევან გელოვანი ბათუმის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნების საკითხზე გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42