ესპანური საფეხბურთო კლუბის "სევილიას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში ცნობილი ესპანელი ფეხბურთელი ხოსე ანტონიო რეიესი დაიღუპა. იგი 35 წლის იყო.
დაღუპულის ოჯახს უკვე გამოუცხადეს სამძიმარი "სევილიამ" და ლონდონის "არსენალმა", სადაც იგი წლების მანძილზე თამაშობდა.
რეიესი სევილიიდან მშობლიურ ქალაქ უტრერაში მიემგზავრებოდა, როდესაც მისი ავტომობილი რამდენიმე მაქანას შეეჯახა. დაიღუპა მასთან ერთად მყოფი მისი ოჯახის წევრიც.
რეიესი რამდენიმე წამყვან კლუბში თამაშობდა. მათ შორის: "სევილიაში", სადაც ის ევროპის ლიგის 3 გზის გამარჯვებული გახდა (2013/14, 2014/15, 2015/16 წ.წ.), "არსენალში" (ინგლისის ჩემპიონი - 2003/04; თასის მფლობელი 2004/05), "რეალში" (ესპანეთის ჩემპიონი - 2006/07), "ატლეტიკოში" (ევროპის ლიგის გამარჯვებული - 2009/10, 2011/12; უეფას სუპერთასის მფლობელი - 2010; ინტერტოტოს თასის მფლობელი - 2007), "ბენფიკაში" (პორტუგალიის ლიგის თასის მფლობელი - 2008/09).
რეიესი ასევე წსპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების რიგებში ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც დაეუფლა.
მასალის გამოყენების პირობები