"მაწამეთ, თავს დამნაშავედ არ ვთვლი " - ნანა კოსტავა
პოლიტიკა - 21:59, 31 May, 2019     8253

„ქართული ოცნებიდან“ ქუთაისის საკრებულოს წევრი, ნანა კოსტავა ამბობს, რომ უფალთან, საზოგადოებასთან და სალომე ბარკერთან ის მართალია.

“მიმაჩნია, რომ მართალი ვარ, რადგან არ ვიცოდი ეს ინფორმაცია. გავა დრო და დარწმუნდება ხალხი ჩემს პიროვნებაში. მთელი ქალაქი მიცნობს და იცის, ვინ ვარ და რა ვარ და რომ ბავშვის სიკვდილი მიხარია თუ არა. გაირკვევა თეთრიც და შავიც”, — აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

მისი თქმით, ჯვარზეც რომ გააკრან, როგორც იესო ქრისტე, მართლმადიდებლობის შეურაცხოფას ყოველთვის დაგმობს. ის აღნიშნავს, რომ “უხარია, უფლისა და მართლმადიდებლობის დაცვის გამო ქვებს, რომ ესვრიან”.

“თუ გინდ ჯვარიც დამადე, თუ გინდა მაწამე, თუ გინდა ძმარიც მასვი, როგორც უფალი იესო ქრისტე, მე არაფრის არ მეშინია. ქრისტე ჯვარს ეცვა ჩვენთვის და ჩვენც ჯვარს ვეცმებით მისთვის. ეს იყო ინფორმაციის არცოდნა, რომელშიც მე თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ”, — აცხადებს კოსტავა.

ის ამბობს, რომ გუნდი რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, პატივს სცემს. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, თბილისში სალომე ბარკერთან ჩავა და მიუსამძიმრებს.

“დედა, ასე შეკრული ერი ნეტავი ვიყოთ დავით გარეჯის მიმართებაში, სამაჩაბლოს მიმართებაში, აფხაზეთის მიმართებაში. ვთქვათ, რაღაც ვიცოდი და შევცდი, გამოვშტერდი ამხელა ქალი, ასეთი ზიზღი და ბოღმა შეიძლება? ბულინგის მსხვერპლი რომ ვარ, იმას ვერ ხვდებით?” — თქვა საკრებულოს წევრმა.

ქუთაისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა, ნანა კოსტავამ Facebook-ზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ აღწერით გაზიარება დროში ბარკერის დის გარდაცვალებას დაემთხვა.

მოგვიანებით კოსტავამ ბოდიში მოიხადა. მან ისევ გაიმეორა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცოდა.

წყარო – on.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42