"ვმუშაობთ, როგორც კი ჩათვლის პროკურატურა, გვეტყვის რომ ბრალი უნდა წავუყენოთ, წავუყენებთ" - გომელაური მაჩალიკაშვილზე
პოლიტიკა - 18:07, 31 May, 2019     1088
მაჩალიკაშვილის საქმე - სახელმიწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური არ პასუხობს კითხვას, თუკი მალხაზ მაჩალიკაშვილი ნამდვილად გეგმავდა, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ლიკვიდაციას, რატომ არ ხდება მისთვის ბრალის წარდგენა.
გომელაურმა ასევე უპასუხოდ დატოვა კითხვა სად არის მტკიცებულებები.
"კურიერი" ასევე დაინტერესდა რა მტკიცებულებები აქვს სუს-ს, რომ იგეგმებოდა გოგაშვილის მკვლელობა, ჟურნალისტის ამ კითხვაზე მაღალჩინოსანმა თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

"ახალი თუ იქნება რამე გაგაგებინებთ, ვმუშაობთ"- თქვა მან. გომელაურმა ასევე არ უპასუხა კითხვას ამოღებულია თუ არა დანაშაულის იარაღი.

„კურიერის“ შეკითხვაზე, რის საფუძველზე განაცხადა სუს-მა, რომ მაჩალიკაშვილი სოსო გოგაშვილის მოკვლას აპირებდა, გომელაური პასუხობს:

„რის საფუძველზე ვთქვით და რაც გვაქვს გამოძიებაში, იმის საფუძველზე ვთქვით, ხომ გაგეცით პასუხი, უხერხულია. ახალი იქნება თუ არა თემა, მოგახსენებთ,“-ამბობს გომელაური.

კიდევ ერთ კითხვას, არის თუ არა ამოღებული დანაშაულის ჩადენის სავარაუდო იარაღი, გომელაური არ პასუხობს. კითხვაზე კი, თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რატომ არ აქვს წარდგენილი ბრალი მალხაზ მაჩალიკაშვილს გომელაური ამბობს:

„ვმუშაობთ, როგორც კი ჩათვლის პროკურატურა, გვეტყვის რომ ბრალი უნდა წავუყენოთ, წავუყენებთ. რაც საჭირო იყო ღიად გავაკეთეთ განცხადება."- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42