ნაყოფია ჟვანიას: "ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში"
პოლიტიკა - 17:52, 31 May, 2019     981
პარლამენტში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უსმენენ.


გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეოუტატმა კობა ნაყოფიამ ჟვანიას საარჩევნო დარღვევებისა და სარჩელების შესახებ ჰკითხა.

დეპუტატმა ზუგდიდში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას განაცხადა, რომ საარჩევნო კამპანიაში საჯარო მოხელეები და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მასობრივად მონაწილეობდნენ, თუმცა ცესკო-ს ყველა საკითხზე ერთი პასუხი აქვს, რომ სამართალდარღვევა არ არსებობს.

"ნუთუ ვერ აღმოაჩინეთ კანონდარღვევის ერთი ფაქტიც კი, როცა ეს მასობრივად ხდებოდა ზუგდიდში? არჩევნებამდე 150-მდე საჩივარია შესული მარტო ზუგდიდის ოლქში და 100 საჩივარია შესული არჩევნების დღეს. თქვენ ბრძანეთ, რომ სულ ჯამში 156 საჩივარია შესული მანამდე, ანუ აქედან 150 ზუგდიდია?

თქვენი პასუხი, ჩვენ წერილობით მოგმართეთ ყველა კითხვაზე პასუხია ასეთი, საკითხის შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა. ყველაფერზე სტანდარტული პასუხი გაქვთ, რომ შესწავლის შედეგად არ დადგინდა სამართალდარღვევა არსებობს სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც საჯარო მოხელეები, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ საარჩევნო კამპანიაში და ზუგდიდში ეს ხდებოდა მასიურად, ნუთუ თქვენ ვერ აღმოაჩინეთ ერთი ფაქტი მაინც,"- მიმართა კობა ნაყოფიამ ჟვანიას.

ჟვანიას განცხადებით, მოსყიდვა და ძალადობა საერთოდ არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია.

ჟვანია ამბობს, რომ სარჩელების ავტორები ვერ ფლობდნენ საარჩევნო პროცედურებს.

„143 იყო წინასაარჩევნო პერიოდში თქვენ თუ ოდესმე დაინტერესდებით და წაიკითხავთ იმ საჩივრების შინაარსს 97 მათგანი ეხებოდა იმას, რომ კონკრეტული ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი საარჩევნო უბანში არ იმყოფებოდა, მაშინ, როცა დამკვირვებელი მივიდა და იმყოფებოდა ტრენინგზე. ამ 1543 არის შემთხვევები საჩივრების, რომელიც ეხება,რომ მივედი და უბანია დაკეტილი და საუბარი იყო არა უბანზე, არამედ მის გვერდით ოთახებზე.

ყველა საჩივარზე, მათ შორის 20 საჩივარზე არის დაკმაყოფილება. ყველა მათგანი იყო თითქმის დაწერილი ისეთი დამოუკიდებელი და ნეიტრალური არბიტრების მიერ, რომლებსაც არსებით საკითხებზე ჰქონდა შემოტანილი. ძალიან ძნელია და ცუდი საყურებელია, ბატონო კობა, როდესაც საჩივრის ავტორი ვერ ფლობს საარჩევნო პროცედურებს ისე,რომ დაწეროს არსებითი საჩივარი,"-განაცხადა ჟვანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42