მისი თქმით, თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით, შედეგები არ გვექნება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით არ ფინანსდება პრეპარატები, რაც მოსახლეობას ყველაზე ძვირი უჯდება.
„მიუხედავად იმისა, რომ 7 წლის მანძილზე სამჯერ გაიზარდა ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი, ამან არ შეამცირა ჩვენი მოქალაქეებისთვის კატასტროფული ხარჯები. პირიქით, თუ შეადარებთ 2013–2014 წლის მონაცემებს, მათ კატასტროფული დანახარჯი გაეზარდათ იმიტომ, რომ საყოველთაო ჯანდაცვა მედიკამენტს არ ფარავს, სწორედ მედიკამენტი არის ძალიან დიდი ტვირთი მოქალაქეებისთვის.
რასაც ბატონმა დავითმა უპასუხა ქრონიკული მედიკამენტების პროგრამით, იმ ფონზე როგორც არის მედიკამენტების ფასი გაზრდილი, ნაკლებ სავარაუდოა რომ ამ ცალკე არსებულმა პროგრამამ უპასუხოს რაც ქვეყანაში ხდება. გამოსავალი იქნებოდა მედიკამენტი ჩავრთოთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში,ოღონდ ამას ვერ აკეთებს ბატონი დავითი, რადგან შეუძლებელი იქნება დღევანდელი სისტემით ხარჯების ყაირათიანი ხარჯვა.ჩვენ თუ პრევენციულ ჯანდაცვაზე არ გადავედით შედეგები არ გვექნება,“-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






