„იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი შედეგი არის ნაკლები“ - გოცირიძე „ოცნების“ ჯანდაცვის სისტემას აკრიტიკებს
პოლიტიკა - 16:37, 31 May, 2019     803
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, რომან გოცირიძემ ჯანდაცვის სისტემა საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა და ინტერპელაციის წესით მიწვეულ ჯანდაცვის მინისტრს უთხრა: „იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები".

გოცირიძის თქმით, ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ დიდი თანხები მიდის, თუმცა შედეგი არ ჩანს.

„საკითხი, რაც ახლა დაისვა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მხარე ჯანდაცვის სისტემის მუშაობისა და მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველაზე დიდი ხარვეზი. ვინაიდან დღეს ჯანდაცვაზე იხარჯება, თითქმის, 1.1 მეათედი მილიარდი ლარი, დიდი ნაწილი საყოველთაო ჯანდაცვის სახით და ფაქტობრივად, ამ თანხის გაკონტროლება იმ მექანიზმებით, რა მექანიზმებიც დღეს არსებობს ქვეყანაში, შეუძლებელია. რომ გააორმაგოთ ეს თქვენი სამსახურები, რომლებიც მონიტორინგს ეწევიან და რევიზორებითაც რომ გაავსოთ სამინისტრო, ვერასდროს ამ მექანიზმებით თქვენ ვერ მიაღწევთ დახარჯული თანხების ხარისხიან უკუგებას. იხარჯება ჯანდაცვაში ძალიან დიდი ფული და მისი უკუგება, მისი შედეგი არის ნაკლები,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დეპუტატმა თავის სიტყვაში ფსიქიატრიის მიმართულებით ჯანდაცვის უწყების არაქმედითუნარიანობაზე გაამახვილა ყურადღება:

„სამი წელი ერთი თეთრითაც არ გაგიზრდიათ ბიუჯეტი, ეს იყო სამარცხვინო ისტორია საქართველოს მთავრობის მუშაობაში. მას შემდეგ, რაც ლარი გაუფასურდა, კომუნალური ხარჯები გაიზარდა, ყველა მედიკამენტი იმპორტულია, საერთოდ ეს დარგი იმპორტულია, გარდა ხელფასებისა, ყველაფერი შემოდის, რა თქმა უნდა, ეს ზრდა არ ასახავს ადეკვატურად იმ ხარისხის მატებას, რასაც შეიძლება ერთი შეხედვით, ეს მზარდი ციფრები გვაჩვენებდეს, თანაც ეს განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამწლიანი მორატორიუმი გქონდათ გამოცხადებული ამ სფეროზე, დაიხურა რამდენიმე კერძო კლინიკაში არსებული ფსიქიატრიული საავადმყოფოები და ფაქტობრივად, ეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი და უფრო ჰუმანური ფსიქიატრიული სერვისების მიწოდების პროცესი საქართველოში შეფერხდა იმ მექანიზმების გამო, რომელიც თქვენ, სამწუხაროდ, იყო და გააფუჭეთ ან ვერ დანერგეთ ან ვერ გააუმჯობესეთ, ამიტომ, მომავალ ბიუჯეტში მიანც გაითვალისწინეთ ამ დარგის საჭიროებები,“ - განაცხადა გოცირიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42