„ხელისუფლება გატყდა, უნამუსობასაც აქვს საზღვარი“ - მელია კირკიტაძის გათავისუფლებაზე
პოლიტიკა - 16:03, 31 May, 2019     1471
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმნძღვანელი ნიკა მელია დავით კირკიტაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას აფასებს და ამბობს, რომ ეს ენით აღუწერელი უკანონობა ხელისუფლებამ გახარიას დავალებით ჩაიდინა. მისივე თქმით, კირკიტაძის მიერ ჩადენილი დანაშაული მისთვის განსაზღვრული ექვსთვიანი პატიმრობის პროპორციული არ იყო და ეს პატიმრობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.


„პირველივე დღიდან ვსაუბრობდით,რომ როგორც მინიმუმ სასჯელი იყო დისპროპორციული. ამავე საქმეზე სხვა ადამიანიც იყო დაკავებული ,რომელიც ორ დღეში გაათავისუფლეს. მაგრამ კირკიტაძე ჩასვეს, ჩასვეს იმიტომ, რომ იცოდნენ კირკიტაძის პოლიტიკური ფასი.

ველოდებოდით, უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი, მაგრამ გახარიამ ექვსი თვე აყურყუტა კირკიტაძე იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო. ვერ გაუძლო გახარიას ხელისუფლებამ იმიტომ, რომ ექვსი თვის განმავლობაში შავზე იძახა თეთრიო. თუ რამე იყო დანაშაული, ის იყო დანაშაული რაც გაგვიკეთეს, კარგია, რომ ხელისუფლება გატყდა,“- ამბობს მელია.

ამასთან, ნიკა მელია მამუკა მდინარაძის განცხადებასაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც, კირკიტაძემ თითქოს დანაშაული აღიარა და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ დევნილად არასამართლიანად მიიჩნევდა.

„არ გრცხვენია?- მდინარაძეს მივმართავ, ჩვენ რაზეც ვსაუბრობდით, არის ის, რომ თქვენ ხართ მსახური ერთი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის, რომელსაც არაფრად მიაჩნია სისხლის სამართლის კოდექსი, კონსტიტუცია, საერთოდ, წესი და რიგი. ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დისპროპორციულია სასჯელი, კირკიტაძე არ უნდა გყავდეს ციხეში ჯაჭვით რომ სცემს მოქმედ სპორტსმენს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ტატამზე და გირაოთი უშვებ. ენას კბილი დააჭირეთ, სანამ რამეს იტყოდით“-განაცხადა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42