კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ, პრემიერმა პირობა დადო, რომ დეპუტატების ყველა კითხვაზე პასუხს ზაფხულში გასცემს.
„მე თუ დღევანდელი ფორმატი არ მომცემს საშუალებას, გავცე კითხვებს პასუხი, ყველა დეპუტატის, ზაფხულში, აუცილებლად გპირდებით, რომ ამას გავცემ, მათ შორის, დამოუკიდებელი დეპუტატების,“ - განაცხადა ბახტაძემ.
მამუკა ბახტაძემ ოპონენტების კითხვებს არასერიოზული უწოდა და თქვა, რომ მის მიმართ გახმოვანებული ბრალდებები სავარაუდოდ, 2020 წლის საპარალამენტო არჩევნებს უკავშირდება.
მისი თქმით, ყველა ბრალდება, რომელიც ივანიშვილთან დაკავშირებით ისმის, უსაფუძვლოა.
„წყნარ ოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ იმიტომ, რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ, ამაშია პრობლემა.
მამუკა ბახტაძემ დავით გარეჯის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოხდება. მისი თქმით, აღნიშნული საკითხით სარგებლობა ოკუპანტ ქვეყანას სურს.
მასალის გამოყენების პირობები






