„თქვენ ვერ გააქარწყლეთ ეჭვი“ - სამადაშვილი პრემიერს ირაკლი რუხაძის სკანდალს ახსენებს და რეაგირებას მოითხოვს
პოლიტიკა - 12:57, 31 May, 2019     391
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი სალომე სამადაშვილი საკანანმდებლო ორგანოში მისულ პრემიერს მიმართავს და აცხადებს, რომ მთავრობის მეთაურმა თავისი გამოსვლით ვერ გააქარწყლა აზრი, რომ "თიბისი ბანკზე" ორკესტრირებულ შეტევას ხელისუფლება აწარმოებდა.
"ვერანაირად გააქარწყლეთ ის აზრი, რომ "თიბისი ბანკზე" ორკესტრირებული შეტევა იყო და მასში ხელისუფლების სხვადასხვა რგოლი მონაწილეობდა. ვფიქრობ, მამუკა ხაზარაძის თანამდებობიდან გადაყენება არ იყო ამ საქმის შემადგენელი ნაწილი. ის პროცესები, რაც მიმდინარეობს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ამ ორკესტრირებული შეტევის"- თქვა სამადაშვილმა და მთავრობის მეთაურს ირაკლი რუხაძის შესახებ აზრის დაფიქსირებისკენ მოუწოდა.
"მინდა, ვისაუბრო იმაზე, როდესაც თქვენი განცხადებით, კანონის ფარგლებში მოქმედებდა სახელმწიფო, როდესაც რეაგირებას აძლევდა მრავალი წლის წინ, სავარაუდოდ, ჩადენილ დარღვევას, ვგულისხმობ "თიბისი ბანკს". მაინტერესებს, რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკს იმ ძალიან უხეშ დარღვევებზე, რომელიც ხდება ახლა, ცოცხალ დროში და ვგულისხმობ „ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი რუხაძეს, რომლის წინააღმდეგაც ნოემბერში, ბრიტანეთის უმაღლესი სასამართლოს კომერციულმა პალატამ გამოიტანა განაჩენი, რომლითაც აღიარა არასაიმედო პარტნიორად, ფგაქტობრივად დაადანაშაულა ორკესტრირებულ თაღლითობაში და არასაიმედო ფინანსურ განმკარგავად ჩათვალა.

მაინტერესებს თქვენი პოზიცია, მიგაჩნიათ თუ არა რომ ასეთი ადამიანი დღემდე უნდა რჩებოდეს "ლიბერთი ბანკის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ? ჩვენ მივმართეთ იგოვე კითხვით ეროვნულ ბანკს და გვაინტერესებს ასეთივე გულმოდგინედ, კანონის ემსრულებელი აღმოჩნდება თუ არა ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაშიც, როგორც ეს მოხდა "თი ბი სი ბანკის" შემთხვევაში?"- განაცხადა დეპუტატმა.

სალომე სამადაშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიერ ნიადაგის მომზადება ქვეყანაში მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის, ანაკლიიის პორტისთვის ბარიერი იქნება.
"რაც შეეხება ანალიის პორტს, ბავშვისთვისაც კი გასაგებია, რომ მაშინ როდესაც ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებმაც ეს პროექტი უნდა დააფინანსონ, მთავარი საკითხია, იქნება თუ არა ეკონომიკურად სიცოცხლისუნარიანი ეს პორტი და დაიტვირთება თუ არა და ღირს თუ არა ფულის დაბანდება, ხელისუფლების მცდელობა, რომ დაიწყოს საუბარი და მომზადება საფუძვლის რომ ქვეყანაში მეორე ღრმაწყლოვანი პორტის მექმნის, ეს პირდაპირ ქმნის დაუძლეველ ბარიერს ინვესტორებისთვის, რომ დააფინანსონ ანაკლიის პორტი"- თქვა სამადაშვილმა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის წინააღმდეგ ადგილი აქვს "აბსოლუტურად გამიზნულ საბოტაჟს".
"ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი თუ არა დადგა თქვენს ხელისუფლებაში, მიმაჩნია, რომ თქვენ თავად მონაწილეობთ ამ პროცესებში"- მიმართა დეპუტატმა პრემიერს.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42